x
image
ნინიჩკა
ნიკა გვარამია სასამართლო პროცესს ვეღარ დაესწრება

imageმოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სასამართლო პროცესებს ვეღარ დაესწრება. ეს გადაწყვეტილება ჟურნალისტებს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა გააცნო, რომელიც პროცესს ესწრებოდა.
მისი თქმით, მოსამართლემ განმარტა, რომ ნიკა გვარამიამ შეურაცხყოფა მიაყენა საასამართლოს და შოუს ელემენტები შეაქვს პროცესში.
"კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა ურთმელიძემ. მისი გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ვეღარ დაესწრება სასამართლოს პროცესებს. მისი განმარტება იყო, რომ წინა პროცესზე ნიკა გვარამიამ შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს. პროცესში შეიტანა შოუს ელემენტები და არ აძლევს უფლებას, რომ დაესწროს სასამართლო პროცესებს და ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა დაიცვას "რუსთავი 2"-ის ინტერესები", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

0
472
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინიჩკა
ნინიჩკა
472
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0