სიახლეები 2015-2016 წწ. მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილები 2015, 22 ოქტომბერი, 12:56 Lamborghini Aventador LP 750‑4 Superveloce მოდელი გაყიდვაში 2015 წ. გაზაფხულზე გამოვიდა. 2016 წ. დაგეგმილია, შეზღუდული რაოდენობით (500 ცალი), ღია ავტომობილის გამოშვება. ძრავის მოცულობა 6, 5 ლიტრი, 750 ცხენის ძალით; ევროპული სპეციფიკაცია Ford Mustang S550, 2015 ავტომობილების პირველი პარტია ამა წლის მაისში გამოვიდა, სულ 500 ცალი. მათ შორის 250 კაბრიოლეტი იყო. ავტომობილს აქვს 2 ძრავა: I - EcoBoost 2, 3 ლ. მოცულობით და 305 ცხენიც ძალით და II - V8, 5ლ. მოცულობით და 426 «კვიცებით»; FERARRI 488 GTB ბაზარზე გამოვიდა 2015 წლის II ნახევარში. ძრავის მოცულობა 3, 9 ლ. 670 ცხენის ძალით; Land Rover Discovery Sport პრეზენტაცია 2015 წლის დასაწყისში შედგა. ეს ავტომობილი აქტიური დასვენევის მოყვარულთათვის არის. შეუძლია დაძლიოს ნებისმიერი სახის რთულად გასავლელი გზა. ძრავის მოცულობა - 2 ლ. 240 ცხენის ძალით; სიჩქარე: 0-100 კმ/სთ, მაქსიმალური - 199 კმ/სთ. აქვს დამატებითი ძრავა დიზელზე 2, 2 ლ. მოცულობით და 190 ცხენის ძალით. Bentley Mulsanne Speed 2015 წლის მოდელი. წარმოდგენილია 4 ახალ ფერში: Spectre, Candy Red, Camel და Marin. აქვს მოდერნიზებული 6, 75 ლ. მოცულობის V8 ძრავა, 530 ცხენის ძალით;
Rolls-Royce Ghost Series II გაყიდვა დაიწყო 2015 წლის დასაწყისში. ძრავის მოცულობა 6.6 ლ. არის, 570 ცხენის ძალით;
Mercedes-Maybach S600 ბაზარზე ამა წლის თებერვალში გამოჩნდა. აქვს 6 ლ. მოცულობის და 530 ცხენის ძალის ძრავა. Tesla модель S P85D მანქანა აღჭურვილია 2 ელექტროძრავით. ერთის სიმძლავრე 470 ცხენის ძალაა, ხოლი მეორესი - 211. ჯამში იძლევა 691 ცხენის ძალას. ელექტრული ბატარეას მუხტი 443 კმ-ზე ყოფნის. სიჩქარე: 0-100 კმ/სთ. მაქსიმალური - 250 კმ/სთ. AUDI R8 V10 მისი დებიუტი 2015 წლის მარტში შედგა. წარმოდგენილია სამ ვარიანტში. ორი -Audi R8 V10 plus და Audi R8 V10 ბენზინზე მუშაობს, ხოლო Audi R8 e-tron - დენზე. ბენზინზე მომუშავე Audi R8 V10 ძრავის მოცულობა 5, 2 ლ.-ია, 540 ცხენის ძალით. სიჩქარე: 0-100 კმ/სთ. მაქსიმალური - 320 კმ/სთ. სიმძლავრე და სიჩქარე უფრო დიდი აქვს Plus მოდელს – 610 ცხენის ძალა და 330 კმ/სთ. მაქსიმალური სიჩქარე. ელაქტრომოდელს e-tron ძრავის სიმძლავრე 462 ცხენის ძალაა. სიჩქარე: 0-100 კმ/სთ. მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ ან 210 კმ/სთ მუხტის ეკონომიისთვის. ბატარეას მუხტი 450 კმ-ს გასავლელად ყოფნის. Aston Martin Lagonda Taraf ამ ავტომობილის გაყიდვას, 2015 წლის დასაწყისიდან, მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გეგმავდნენ, მაგრამ მისი პრეზენტაციის შემდეგ, გაჩნდა მოთხოვნები ევროპიდან, აღმოსავლეთ აზიიდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან და რუსეთიდან. ამიტომ ასტრა მარტინის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო მანქანებით ყველა ქვეყნის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. რადგან მანქანა ახლო აღმოსავლეთის ბაზრისთვის იყო შექმნილი, სახელი - «Taraf», არაბული აქვს, რაც ქართულად «აბსოლუტური ფუფუნება» ნიშნავს. ყველა ავტომობილი ხელით ეწყობა და მომავალ მფლობელს შესაძლებლობა ეძლევა, სპეციალური კატალოგიდან, თვითონ შეარჩიოს დეტალები თავისი ავტომობილისთვის. სულ 200 ავტომობილის გამოშვება არის დაგეგმილი. ძრავის მოცულობა 5.9 ლ. არის, სიმძლავრე - 565 ცხენის ძალა. 365 4-ს მოსწონს
|