მამაკაცი კაცი რომელსაც 75 წლის განმავლობაში არაფერი უჭამია და დაულევია 2015, 21 ოქტომბერი, 21:22 რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს საჭმელ-სასმელის გარეშე გაძლოს?!
ამ ადამიანს ინდოეთიდან თავისი თქმით 75 წელია არაფერი არ უჭამია და არც დაულევია, მისი სახელია პრაჰლად ჯანი და იგი უკვე 83 წლისაა. იგი ცხოვრობს ინდოეთში ამბა-დეის ახლობლად გამოქვაბულში. იბადება ორი კითხვა: რატომ არ ჭამდა იგი ამ ხნის განმავლობაში არაფერს და როგორ გადარჩა იგი ცოცხალი? პრაჰლად ჯანის თქმით იგი შვიდი წლის, როდესაც გამოეცხადა 3 ქალრმერთი და უბრძანეს მას, რომ თან გაჰყოლოდა და მივიდნენ სწორედ იმ ადგილას სადაც იგი ცხოვრობს. მაშინ მისი კითხვა იყო შემდეგი: "კი მაგრამ აქ რა უნდა ვჭამო და დავლიო?!" ქალღმერთებმა უპასუხეს, რომ მას იმდენად წმიდა სული ჰქონდა, აღარ სჭირდებოდა მას საკვები და დასალევი. სწორედ ამის შემდეგ მას არაფერი დაულევია და გაუსინჯავს. ექიმებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ და აეხსნათ ეს უჩვეულო ფაქტი და 30 ექიმის ყურადრების ცენტრში მყოფმა ჯანმა 20 დღე დაჰყო საავადმყოფოში, სადაც დამონტაჟებული იყო კამერები, რის შემდეგაც ექიმების თქმით და სათვალთვალო კამერების მეშვეობითაც თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დროის განმავლობაში ის მართლაც არაფერს ღებულობდა საკვების და სასმელი სახით, და არც საპირფარეშოში მონდომებია გასვლა. ექიმები ძალიან გაკვირვებულები იყვნენ ამ გასაოცარი ფაქტით. მათი თქმით ჯანის სხეულმა გაიარა გაურკვეველი რაღაც ბიოლოგიური ტრანსფორმაცია, რის გამოც მას კვებასთან დაკავშირებული პრობლემა ყველანაირად უარყოფილი აქ. ინდოელი ბრძენები ამბობენ, რომ მას აქვს მესამე თვალი რომლის მეშვეობითაც, იგი ღებულობს ღვთაებრივ ნექტარს, რომელიც მას სიცოცხლეს უნარჩუნებს. ამ ყველაფერთან ერთად მისი აზროვენბა როგორც 83 წლის ადამიანის კვალობაზე, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ რომ იგი 25 წლის ახალგაზრდა ადამიანის აზროვნების სისხარტით გამოირჩევა. 524 4-ს მოსწონს
|