შოუბიზნესი ქეთა თოფურია: "ერთი გაძრომისთვის ოჯახს არ დავანგრევ, ჭკუა უნდა იხმაროს ქალმა" 2015, 21 ოქტომბერი, 1:49
ქეთა დაქორწინებულია ებრაელ ბიზნესმენზე ლევ გეიხმანზე. წყვილს სამწლიანი რომანი აკავშირებდა. ლევ გეიხმანი კარგი ადამიანი გამოდგა, ქეთა ხშირად აღნიშნავს, რომ მის მეუღლეს ქართული მენტალიტეტი აქვს. როდესაც მომღერალის მამა, ანდრო თოფურიძე გარდაიცვალა ლიოვა ქეთას დედასთან მივიდა და დახმარება შესთავაზა. ის ტრადიციული ოჯახიდანაა, დედამისი უცხოენების სპეციალისტია, მამა კი აკადემიკოსი. მათ ოჯახს ცოტა ხნის წინ ახალი წევრი, პატარა ოლივია შეემატა. "ყოველ სამ საათში ერთხელ მიწევს გაღვიძება. წყნარი ბავშვია, არ ჭირვეულობს, კარგად ჭამს. დედაჩემიც აქ არის, ძიძაც გვყავს და ყველა ამ პატარას დავფუფუნებთ"-გვიამბობდა მომღერალი. ქეთა "ახალი ხმის" გამო ცოტა ხნის წინ საქართველოში დაბრუნდა. ქალიშვილი კი განსაკუთრებულად ენატრება. 1486 4-ს მოსწონს
|