სხვა რას ნიშნავს სიტყვა “აბრაკადაბრა”? 2015, 20 ოქტომბერი, 18:02 მაგიური სიტყვა “აბრაკადაბრა” დღეს-დღეობითაც ხშირად გაისმის ყოველდღიურ ცხოვრებაში. მას წარმოთქვამენ “ჯადოქრები” და ფოკუსნიკები, რომლებიც გამოდიან ტელევიზიით და დღესასწაულებზე. იგი ესმით ბავშვებს, რომლებიც ზოგჯერ თამაშობენ “ჯადოქრობანას”, უბრალო ხალხს, რომლებმაც არ იციან სიტყვის მნიშვნელობა.
![]() და მაინც საიდან წამოვიდა სიტყვა “აბრაკადაბრა” ყველასათვის უცნობია, მაგრამ არსებობს ბევრი და საკმაოდ საინტერესო ვერსიები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითისათვის, ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ სიტყვა ძველი კაბალიდან წამოვიდა, სხვებს კი სჯერათ, რომ სიტყვა შუმერების, კელტების, ეგვიპტელების ან რომელიმე გამქრალი კულტურის შედეგი უნდა იყოს. გამოვარჩევთ ყველაზე საინტერესო და რეალურ ჰიპოთეზებს “აბრაკადაბრას” წარმოშობის შესახებ: 1. ამბობენ, რომ ძველ არამეულ ენაზე “აბრაკადაბრა” აღნიშნავდა გამონათქვამს – “რაც ნათქვამია, გაკეთებულია”. 2. სიტყვა წარმოდგება ორი კელტური სიტყვისაგან, “აბრა” – ღმერთი, და “კად” – წმინდა. 3. ძველი შუმერები წარმოთქვამდნენ ამ სიტყვას მხოლოდ და მხოლოდ სპეციალურად მოწყობილი რელიგიური წესებისას. 4. ძველი ეგვიპტელებისათვის “აბრაკადაბრა” თითქოსდა აღნიშნავდა ზოდიაქოს ან ღმერთ აბრაქსასას, რომელიც იყო მათი მთავარი ღმერთი. 5. სიტყვა ასევე ძალიან გავს ებრაულ ფრაზას – “ევედრე ღმერთს სიკვილისას” ან წყევლის ახსნის სიტყვებს – “გაქრი, როგორც სიტყვა”. 410 5-ს მოსწონს
|