სხვა 10 ყველაზე გიჟური მკურნალობა მედიცინის ისტორიაში 2015, 20 ოქტომბერი, 16:22 10. ტკივილგამაყუჩებელი სიროფი ბავშვებისთვის მე-19 საუკუნეში ალბათ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალზედ შეშფოთებულნი იყვნენ მხოლოდ ეკლესიისა და სახელმწიფოს საქმეებით, რადგანაც გამოიგონეს “ტკივილგამაყუჩებელი სიროფი” ბავშვებისთვის. ამავდროულად განცხადებული იყო, რომ სიროფი არის სრულიად უსაფრთხო, მაგრამ სინამდვილეში ეს საოცრება შეიცავდა დიდი რაოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერებებს. უფრო სწორად, რომ ვთქვათ თითოეულში იყო 65 მილიგრამი სუფთა მორფი. დიდიხნის შემდეგ "New York Times"-მა გადაწყვიტა გამოექვეყნებინა სტატია ამ წამლის შესახებ და განაცხადა, რომ ის შეიცავს სულფატს, მორფის ჰიდროქლორიდს, ქლოროფორმს, კოდეინს, ჰეროინს, მორფს, ოპიუმს, ჰაშიშს. ამიტომაც არაფერია გასაკვირი, იმაში რომ ბავშვების უმეტესობა იღუპებოდა ამ სიროფის მიღების შემდეგ. 9. ვერცხლისწყალი ექიმი რობერტ პატრიკი თავის პაციენტებს “კურნავდა” ვერცხლისწყლით და აცხადებდა, რომ მისით შეიძლება განიკურნოს ფაქტიურად ყველა დაავადება, როგორც დღესაა ცნობილი ვერცხლისწყალი ეს არის მომწამლავი ნივთიერება, რომლითაც მოწამვლის შემთხვევაში შეინიშნება ძლიერი სისუსტე, ტკივილი გულის არეში, ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები, ხველება, კუნთების ძლიერი სპაზმები, ჰალუცინაცები და ბევრი სხვა. მიუხედავად ამისა, ვერცხლისწყლით მკურნალობა ხალხს ძლიერ არ ადარდებდა, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი იღუპებოდა და იმ დროს ვერცხლისწყლით ცდილობდნენ სიფილისის განკურნებასაც. 8. ჰეროინი – წამალი ხველების მოსაშორებლათ ალბათ რთული დასაჯერებელია ის, რომ 19-ე საუკუნეში ხალხი ხველას მკურნალობდა ჰეროინით. დღეს ალბათ არცერთი ჩვენგანი არ იტყვის დახველებისას, რომ “მგონი ავად ვხდები, წავალ ჰეროინს მივიღებ და ხველებაც გადამივლის”. არ ღირს იმის ახსნა თუ რამდენად საშიშია და მომწამლავია ჰეროინი. იმ დროისთვის ჰეროინი მიიჩნეოდა ასპირინათ, რომელსაც შეეძლო ნებისმიერი ადამიანისთვის მოეშორებინა ხველება. 7. იმპოტენციის მკურნალობა ელექტრონული ქამრებით მე-19 საუკუნეში ის საოცრება რაც ელექტროობას შეეძლო ცნობილი იყო ყველასათვის. რეკლამის თანხმად, ელექტრონულ ქამრებს და საწოლებს შეეძლოთ განეკურნათ მამაკაცები იმპოტენციისგან. ვითარდებოდა ამ ქამრების მთელი ინდუსტრია და მათ შეეძლოთ მყიდველის პენისის გაზრდაც კი. მიუხედავად ამისა, ამ გამოგონების გამოყენება იყო ძალზედ პრობლემატური, რადგან პროცესი გახლდათ ძალზედ მტკივნეული და მამაკაცის ყვირილის ხმა შეიძლება გაგეგოთ მეზობელ ქალაქში. 6. ტვინის პრეპარირება წარმოიდგინეთ, რომ მიხვედით ფსიქიატრთან და მას მოუყევით თქვენი გასაჭირის შესახებ, ის კი გისმენთ, იწერს ყველაფერს და თავს გიქნევთ, შემდეგ კი გეუბნებათ შემდეგს: “იცით, მე ვიცი როგორ უნდა მოვაგვარო თქვენი პრობლემა, აი ეს უნდა ჩავსვა თქვენს თვალებში, შემდეგ ჩაქუჩის დახმარებით მივიყვანო ტვინამდე და მოვაჭრა ტვინს ეს ნაწილი, ამის შემდეგ თქვენ აღარ გემახსოვრებათ რა არის დეპრესია”. 1940-იან წლებში ზუსტად, რომ ასე კურნავდნენ დეპრესიას. 1949 წელს ამ მეთოდის გამომგონებელს გადასცეს ნობელის პრემიაც კი, მაგრამ როდესაც მიხვდნენ, რომ ეს არასწორი მეთოდი იყო ტვინის პრეპარირება გაკეთებული ჰქონდა უკვე 70000 ადამიანს. 5. ურინოთერაპია იცოდით, რომ კაცობრიობის ისტორიაში უამრავი ადამიანია ვისაც სჯერა მოშარდვის ჯადოქრული თვისებების? ითვლებოდა, რომ მოშარდვით შეიძლება განიკურნოს ადამიანის უამრავი დაავადება. აღსანიშნავია ის, რომ ჩამოთვლილი “წამლებიდან” ურინოთერაპია ხდება ყოველდღე. 4. სისხლდენა სისხლდენა იყო განკურნების ერთ-ერთი ყველაზე პოპუალურლი მეთოდი მე-19 საუკუნის ჩათვლით. ბერძნები პირველები იყენებდნენ ამ მეთოდს. სისხლდენას როგორც ბევრს სჯეროდა შეეძლო განეკურნებინა ადამიანი თითქმის ყველა დაავადებისგან. ითვლებოდა, რომ ადამიანის სისხლი შედგება 4 სხვადასხვა მავნებელი ნივთიერებისგან და ამ 4-დან ერთის მოცილების შემთხვვაში ადამიანი ჯანმრთელი ხდებოდა. შველოდა თუ არა ეს საქმეს? თქვენს თავზე გამოსცადეთ; როდესაც ცუდათ გახდებით დაღვარეთ 4 ლიტრი სისხლი. ალბათ ვერ გამოჯანმრთელდებით. 3. წონის დასაკლები ტაბლეტები დრომ როდესაც სრული ქალები მოდაში იყვნენ დიდიხნისწინ განვლო. 20-ე საუკუნეში ქალებს მოუნდათ გახდომა და ფარმაცევტული კომპანიები ქალბატონებისთვის აწარმოებდნენ სპეციალურ ტაბლეტებს, რომლებიც დაეხმარებოდნენ მათ გახდომაში. ქალები მართლაც კარგავდნენ წონას, მაგრამ ამას მოყვებოდა გულის დაავადებები, სიბრმავე, მკვდარი ბავშვების დაბადება და სიკვდილიც კი. 1950-იან 60-იან წლებში ის ქალები რომლებიც ამ ტაბლეტებს ღებულობდნენ ხდებოდნენ მასზე დამოკიდებულნი და ვეღარ ანებებდნენ თავს, ხოლო 20-იან წლებში იყიდებოდა ისეთი ტაბლეტები რომლებიც შეიცავდნენ სოლიტერის კვერცხს. 2. ტრეპანაცია ტრეპანაცია ეს არის ოპერაცია, როდესაც ადამიანის თავში აკეთებენ ხვრელს ხერხით. ეს ძალზედ ძველი პროცედურაა. ისტორიული წყაროების თანახმად, ამ ოპერაციას ატარებდნენ მიგრენის განსაკურნებლად. სინამდვილეში ადამიანის თავში გაკეთებული ხვრელი ვერ შველის ადამიანს არანაირად. დღეს ამ პროცედურას მიუხედავად ყველაფრისა ატარებენ ზოგიერთი “სპეციალისტები”. 1. ქალური ისტერიის განკურნება ყველა კაცმა, იცის და ქალების არ აღიარებენ იმ ფაქტს, რომ ეს უკანასკნელები არიან ძალიან კაპრიზული ქმნილებები. 19-ე საუკუნეში მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო სერიოზული დაავადება. დიახ, გოგოებო თქვენ შეიძლება იყოთ ეგრეთ წოდებული ქალური ისტერიის მსხვერპლი და ამის შესახებ არც კი ეჭვობდეთ. როგორ ინკურნება ეს “დაავადება”? ის ინკურნებოდა ექიმის ვაგინალური მასაჟით. დიახ, როგორც ეგონათ ექიმის ხელი იყო “ქალური ისტერიის” საუკეთესო “წამალი”. არცთუისე დიდიხნისწინ ექიმისთვის საქმიანობის “განსამარტივებლად” გამოგონებული იქნა ვიბრატორი. 252 4-ს მოსწონს
|