x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
9 პროდუქტი, რომელიც ორგანიზმიდან ნიკოტინის გამოდევნას უწყობს ხელს

imageქიმიურ ნაერთს, რომლის წყალობითაც ასეთი ძნელია მოწევაზე თავის დანებება, წარმოადგენს ნიკოტინი. სხვა მცენარეული ალკალოიდების მსგავსად, ისიც ძლიერ შეჩვევას იწვევს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ უკვე რამდენიმე საუკუნეა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში უამრავი მწეველია.
ნიკოტინი ძლიერი სტიმულატორია, შეუძლია ხელი შეუშალოს ნერვული ქსოვილებისა და კუნთოვანი უჯრედების ნორმალურ ფუქციონირებას, რამაც, თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის გახშირება, არტერიული წნევის მატება და, შესაბამისად, გულის შეტევის რისკის ამაღლება.
მიუხედავად ექიმების არაერთგზის რჩევისა და მეცნიერების მიერ ნიკოტინის მავნებლობის შესახებ გაკეთებული დასკვნებისა, უამრავ ადამიანს არ სურს ან არ შეუძლია თავი დაანებოს სიგარეტს. ზოგიერთი უპირატესობას ანიჭებს საღეჭ თამბაქოს, რომელიც ასევე შეიცავს ნიკოტინს, თუმცა ნაკლებ ზიანს აყენებს ორგანიზმს.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ არსებობს რამდენიმე პროდუქტი, რომელთა მიღება ორგანიზმიდან ნიკოტინის გამოდევნაში დაგეხმარებათ.

1. ბროკოლი
image

ბროკოლი დიდი რაოდენობით ვიტამინ В5-სა და С-ს შეიცავს. В ჯგუფის ვიტამინები პასუხისმგებელია ჩვენს სხეულში მიმდინარე ბევრ მნიშვნელოვან პროცესზე. ვიტამინის ნაკლებობის შემთხვევაში კი თქვენი სხეული გარეგან ზემოქმედებებზე სწორად ვეღარ რეაგირებს. ბროკოლის გამოყენება აღადგენს С ვიტამინის დონეს, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის შენარჩუნებას ნორმალურ დონეზე, და იცავს თქვენს ფილტვებს ტოქსინების ზემოქმედებისგან, რაც ბროკოლში შემავალი, ბუნებრივი ანტიოქსიდანტების დონის მარეგულირებელი ცილის - NRF2-ის წყალობით ხდება.

2. ფორთოხალი
image

ნიკოტინი ორგანიზმის ფუნქციებს უშლის ხელს და С ვიტამინის დონეს აქვეითებს. ფოთოხალი კი ამ ვიტამინით ძალიან მდიდარია. ამ ხილის მოხმარება აღადგენს С ვიტამინის დონეს, რაც ხელს უწყობს მოწევის სურვილით გამოწყეული სტრესისა და გაღიზიანების მოხსნას.

3. ისპანახი
image

ისპანახი მდიდარია ფოლის მჟავით, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ვიტამინი В9. ამ უკანასკნელს აქვს უნარი გამოიტანოს ნიკოტინი ორგანიზმიდან. მწეველები ხშირად იტანჯებიან ძილის ნორმალური რეჟიმის დარღვევით, რაც ნიკოტინის მიღებით არის გამოწვეული. ფონის მჟავის პრეპარატების მიღება საჭიროა ასევე მოწევაზე თავის დანებების პროცესში, რადგან აღნიშნული ნივთიერება მნიშვნელოვან როლს თამაშობს მენტალური და ემოციური წონასწორობის შესანარჩუნებლად.

4. კოჭა (ჯინჯერი)
image

კოჭა მოწევით გამოწვეული ბევრი არასასურველი სიმპტომის მოხსნაში გვეხმარება. სრულფასოვანი ეფექტისთვის იგი უმად უნდა იქნას მიღებული. კოჭა ამსუბუქებს სიგარეტისადმი ლტოლვას და ამცირებს ორგანიზმში ტოქსინების დონეს. ორგანიზმიდან ნიკოტინის გამოსატანად საუკეთესო საშუალებაა მოწევაზე თავის დანებება და კოჭა პირველ რიგში სწორედ ამაში გვეხმარება.


5. ლიმონი
image

ლიმონი ლიმონის მჟავისა და С ვიტამინის მდიდარი წყაროა. ყოველი მოწეული სიგარეტის შემდეგ ნიკოტინი ორგანიზმში რჩება კიდევ სამი დღე-ღამის განმავლობაში, ამ დროის მანძილზე იწვევს კანის უჯრედების დაზიანებას და ფორების დახშვას. შესაბამისად, ადამიანის იმუნურ სისტემას ამ დროს განსაკუთრებით სჭირდება დახმარება და ამისათვის ლიმონი საუკეთესო საშუალებაა.

6. სტაფილო
image

А და С ვიტამინების ყოველდღურად მზარდი დეფიციტი თამბაქოს მოხმარების ერთ-ერთი შედეგია. ამ ვიტამინების ნაკლებობა კი იწვევს ნერვული უჯრედების დაზიანებას, სისხლის მიმოქცევის მოშლას და ტვინის მუშაობის შეფერხებას. სტაფილოს მიღება დაგეხმარებათ А, С და К ვიტამინების აღდგენაში და გააძლიერებს ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას.


7. ბროწეული
image

მოწევა იწვევს გულისცემის აჩქარებას, სისხლის წნევის მატებას და ჟანგბადის ნაკლებობას. ბროწეული არა მხოლოდ დაგეხმარებათ ამ სიმპტომებთან გამკლავებაში, არამედ ასევე დააჩქარებს თქვენს ორგანიზმში ერითროციტების წარმოქმნას.

8. გაღვივებული ხორბალი
image

მოწევა ზიანს აყენებს სისხლძარღვთა სისტემას, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ დროს რაციონს გაამდიდრებთ გაღვივებული ხორბლით, რომელიც მდიდარია Е ვიტამინით. ეს შესძენს სისხლძარღვებს მეტ ელასტიურობას და ასევე შეამცირებს გულის დაავადებების რისკს.

9. კალე - ხუჭუჭა კომბოსტო
image
კალე მიეკუთვნება ჯვაროსნების ოჯახს, რომელთა მოხმარება ამცირებს კიბოთი დაავადების რისკს. ხუჭუჭა კომბოსტო განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს იზოთიოციანატებსა და სხვა ანტიოქსიდანტებს, და, აქედან გამომდინარე, უფრო ეფექტურად ეხმარება ორგანიზმს თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ შედეგებთან გამკლავებაში.



4
3493
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3493
  
2015, 11 ნოემბერი, 1:57
დზან მაგარია
2015, 19 ოქტომბერი, 21:57
კაია
2015, 19 ოქტომბერი, 14:04
მადლობა, გენაცვალე.
2015, 19 ოქტომბერი, 14:00
ძალიან საინტერესო და სასარგებლო!
0 1 4