საზოგადოება პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი. 2012, 26 მაისი, 14:46 ჯოსელინ ვაილდი პირველად მისმა ქმარმა მიიყვნა პლასტიკური ქირურგის ოთახში, მას შემდეგ რაც წყვილმა ქორწინების შესახებ გამოაცხადა ჯოსელინს მეუღლემ შესთავაზა გაეკეთებინა პლასტიკური ოპერაცია, რომელიც მას თვალის გარშემო პატარა ნაოჭების მოშორებაში დაეხმარებოდა, ჯოსელინი მეუღლეს დათანხმდა, ეს იყო ჯოსელინის პირველი ოპერაცია რის შემდეგაც მან თითქმის მთელი ცხოვრება პლასტიკურ ოპერაციებს მიუძღვნა. თუმცა ამდენმა პლასტიკურმა ოპერაციებმა ჯოსელინს ვერ უშველა. ზაფხულში როდესაც ის დასასვენებლად იყო ქმრისგან მიიღო წერილი შემდეგი შინაარსით "ზეგ არ ჩამოხვიდე" ჯოსელინი მაშინვე ქალაქში წავიდა და თავის ქმარს სხვა გოგონასთან მიუსწრო, რომელიც ჯოსელინზე ბევრად ახალგაზრდა და ლამაზი იყო, თუმცა ჯოსელინს სკანდალი არ მოუწყვია, მან მოკიდა თავის ნივთებს ხელი და წავიდა მორიგი პლასტიკური ოპერაციის გასაკეთებლად. საბოლოო ჯამში ჯოსელინს თავისი მეუღლე გაცილდა... მიზეზი ;" ეს ის ქალი არ არის რომელზედაც მე დავქორწინდი" ვინ გაამტყუნებს??:) 835 3-ს მოსწონს
|