საზოგადოება პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი. 2012, 26 მაისი, 14:46 ჯოსელინ ვაილდი პირველად მისმა ქმარმა მიიყვნა პლასტიკური ქირურგის ოთახში, მას შემდეგ რაც წყვილმა ქორწინების შესახებ გამოაცხადა ჯოსელინს მეუღლემ შესთავაზა გაეკეთებინა პლასტიკური ოპერაცია, რომელიც მას თვალის გარშემო პატარა ნაოჭების მოშორებაში დაეხმარებოდა, ჯოსელინი მეუღლეს დათანხმდა, ეს იყო ჯოსელინის პირველი ოპერაცია რის შემდეგაც მან თითქმის მთელი ცხოვრება პლასტიკურ ოპერაციებს მიუძღვნა. იგი გარეგნობას იცვლიდა მაშინვე როგორც კი მისი ქმარი სხვა გოგონას მიაქცევდა ყურადღებას და ცდილობდა ოპერაციით დამსგავსებოდა იმ ადამიანს რომელმაც ამჯერად მიიქცია მისი მეუღლის ყურადღება. თუმცა ამდენმა პლასტიკურმა ოპერაციებმა ჯოსელინს ვერ უშველა. ზაფხულში როდესაც ის დასასვენებლად იყო ქმრისგან მიიღო წერილი შემდეგი შინაარსით "ზეგ არ ჩამოხვიდე" ჯოსელინი მაშინვე ქალაქში წავიდა და თავის ქმარს სხვა გოგონასთან მიუსწრო, რომელიც ჯოსელინზე ბევრად ახალგაზრდა და ლამაზი იყო, თუმცა ჯოსელინს სკანდალი არ მოუწყვია, მან მოკიდა თავის ნივთებს ხელი და წავიდა მორიგი პლასტიკური ოპერაციის გასაკეთებლად. ექიმები ცდილობდნენ ჯოსელინის გადაბირებას და ცდილობდნენ აეხსნათ რომ მორიგი ოპერაცია შეიძლება საშიში ყოფილიყო მისთვის, რომ შეიძლებოდა ამ ყველაფრის შემდეგ ის დამახინჯებულიყო, თუმცა ქალმა მათ ყურადღება არ მიაქცია და მაინც გაიკეთა ოპერაცია. შედეგი ყველაზე საშინელი იყო .. საბოლოო ჯამში ჯოსელინს თავისი მეუღლე გაცილდა... მიზეზი ;" ეს ის ქალი არ არის რომელზედაც მე დავქორწინდი" ვინ გაამტყუნებს??:) 834 3-ს მოსწონს
|