ქალი და მამაკაცი უცნაურობები, რომლებიც ყველა ადამიანს აქვს 2015, 18 ოქტომბერი, 11:48 ძალიან ხშირად ჩვენ ვამბობთ აბსოლიტურად განსხვვებულ რამეს ვიდრე ვფიქრობთ.
ვამბობთ –"ეს არაა მთავარი" –როცა ვიცით რომ, სხვა გზა არაა გარდა იმისა რომ სიტუაციას შევურიგდეთ. ვამბობთ–"იმიტომ არ ავიღე ყურმილი, რომ არ მეცალა"- მაშინ როცა არ გვინდა გამოვუტყდეთ რომ ეს ხმა აღარ არის ისეთი ძვირფასი. ვამბობთ-"მე შენგან არაფერი აღარ მჭირდება" - მაშინ როცა აღარ შეგვიძლია იმის მიღება რაც გვსურდა. ვამბობთ- "როგორ ცივა აქ" - მაშინ როცა გვინდა მისი ჩახუტება. ვამბობთ- "ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს" - მაშინ როცა გვინდა ვინმემ გადაგვარწმუნოს. ვამბობთ- " მადლობა რომ არსებობ"- მაშინ როცა უნდა ვთქვათ "მე შენ მიყვარხარ" ვამბობთ - "არავის აღარ ვჭირდები"- მაშინ როცა იმ ერთადერთს არ ვჭირდებით. ვამბობთ - "მე მარტოც შევძლებ" - როცა გვინდა რომ დაგვეხმარონ ვამბობთ - "შენ კარგი მეგობარი ხარ" და გვავიწყდება დავაყოლოთ "სამწუხაროდ მეტი ვერც ვერასდროს გახდები" ვამბობთ - "მე შენ გენდობი" როცა გვეშინია ვაღიაროთ რომ ვიღაცის სათამაშო გავხდით. ვამბობთ – "სამუდამოდ" და აღარ ვიყურებით საათზე. ჩვენ იმდენ რამეს ვამბობთ გარდა იმ სამი სიტყვისა... დავცინით სიკვდილს და კილოგრამობით ტაბლეტს ვყიდულობთ აფთიაქში. ვამბობთ რომ ცხოვრება მშვენიერია და მივდივართ მაღაზიაში ალკოჰოლის შესაძენად. არ გვაინტერესებს რას ფიქრობს ხალხი და სულ ვკითხულობთ "როგორ გამოვიყურები?" გვიყვარს მარტოობა და მუდამ ველოდებით ზარს... 205 5-ს მოსწონს
|