კომუნიკაციები რას ამბობდნენ კრიტიკოსები პირველ iPhone-ზე 8 წლის წინ 2015, 17 ოქტომბერი, 15:17 8 წლის წინ დაიწყო ერთერთი ყველაზე წარმატებული პროდუქტის ისტორია: 2007 წლის 9 იანვარს Apple-ის დამაარსებელმა სტივ ჯობსმა წარადგინა ახალი, სრულიად შეცვლილი მსოფლიო.
სწორედ iPhone-მა მოახდინა გაჯეტების რევოლუცია მსოფლიოში. თუმცა ანონსის შემდეგ მას მოჰყვა ექსპერტებისა და მომხმარებლების გაუთავებელი კრიტიკა. – ღილაკები თაჩსკრინზე? ხუმრობთ? ის არასდროს არ ამუშავდება – მირჩევნია ჩვეულებრივი კლავიატურით დავწერო შეტყობინება, ვიდრე რაღაც უცნაური და დაბალ ხარისხიანი ეკრანით. და რამდენი ხანი უმუშავებს აკუმულატორი ამ რაღაცას? 3.5 დიუმიანი დიდი 3, 5-დიუმიანი ეკრანი = არ არის ბატარეის ადგილი = ძალიან ცოტა დროა სამუშაოსთვის. ზოგიერთმა მათგანმა გამოხატა თავისი ერთგულება სხვა მოდელების მიმართ ერთერთმა თქვა რომ იგი გააგრძელებს Samsung A707-ით სარგებლობას, რადგან მას აკქვს არცისე დიდი, მაგრამ საიმედო ეკრანი, მეორემ კი თქვა რომ iPhone-ი შექმნილია მხოლოდ “სალაპარაკოდ და გართობისთვის”. აკრიტიკებდნენ iPhone-ის შიდა მეხსიერებასაც («მხოდოლ 8 გეგაბიტი?!»), პროგრამული პლატფორმა, რომელიც, მათი აზრით, დაუცველია ვირუსებისგან და იმასაც კი ამბობდნენ, რომ Apple-მა ზედმეტად ბევრი დრო დახარჯა ერთი სმარტფონის შესაქმნელად. Samsung-ი და Motorola ყოველ თვე უშვებენ ახალ ტელეფონებს. დღითი-დღე იხვეწებიან და უკეთეს ტელეფონებს ქმნიან! მიუხედავად კრიტიკისა, სწორედ iPhone-ი გახდა მიზეზი იმისა რომ დღეს Motorola და Nokia ჩრდილში აღმოჩნდნენ, ხოლო ისედაც წარუმატებელმა BlackBerry-მ სწრაფადვე დათმო პოზიციები. დღესდღეობით Apple-მა გამოსცა სმარტფონის 10 ვერსია: iPhone, iPhone 3G, iPhone 3GS, iPhone 4, iPhone 4S, iPhone 5, iPhone 5c, iPhone 5s, iPhone 6 და iPhone 6 Plus და თითოეული მათგანი ერთე-რთი პირველი პროდუქტი იყო ბაზარზე! 165 2-ს მოსწონს
|