x
image
tekoo
სიმსუქნის 6 ტიპი – როგორ ვებრძოლოთ თითოეულ მათგანს
არასდროს დაფიქრებულხართ, რატომ ვერ იკლებთ წონაში, როცა დიეტასაც იცავთ და ვარჯიშობთ კიდევაც? იქნებ იმიტომ, რომ გაცხიმოვნება სხეულის ერთ ნაწილში გაქვთ, თქვენ კი სხვა ნაწილის ვარჯიშებს ასრულებთ. არსებობს გასუქების 6 ტიპი და წონის დასაკლებად ყველა ტიპს თავისი დატვირთვა და დიეტა სჭირდება.


image


1. გასუქება ჭამით

თუ პირველი ნახატის მსგავსად ხართ მოსუქებული, ზედმეტი წონის მიზეზი გადამეტებული საკვების ან შაქრის მიღებაა. რჩევა მარტივად შესასრულებელია, ჭამამდე ნახევარი სააათით ადრე დალიეთ 500 მლ წყალი. ეს მეთოდი დაგეხმარებათ, რომ გაცილებით ნაკლები საკვები მიიღოთ. ჩაი და ყავა უშაქროდ უნდა დალიეთ. ტკბილეულობასაც ცოტა ხნით უნდა დაემშვიდობით. ამასთანავე, ყოველდღე 30 წუთი ივარჯიშეთ.

2. გამობერილი მუცელი

თუ მხოლოდ მუცელი გისუქდებათ, ეს ან დეპრესიის მიზეზია, ან მუდმივად განიცდით შიშს. თქვენ ტკბილეულის მოყვარული ადამიანი ხართ ან სტრესს ასე ებრძვით. თუ კანფეტების რაოდენობას შეამცირებთ და მშვიდად, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე იცხოვრებთ, წონაში დაიკლებთ.

3. შეძენილი ”გალიფე”


ზედმეტი კილოგრამების მომატება თეძოებში მენოპაუზის ან ჰორმონალური დისბალანსის მიზეზია. უნდა მოერიდოთ ალკოჰოლსა და შეამციროთ სიგარეტის რაოდენობა. ნაკლებად უნდა იდგეთ ერთ ადგილას და მეტი იმოძრავეთ. ეცადეთ, გააუმჯობესოთ მეტაბოლიზმი.

4. ზედა ტანის სიმსუქნე



თუ ცხიმი მუცლისა და მის ზედა მხარეს გიგროვდებათ, უარი უნდა თქვათ ალკოჰოლზე. დილაობით რეგულარულად უნდა ივარჯიშოთ და კვირაში 2-3-ჯერ სპორტდარბაზსაც ეწვიოთ. თქვენ შეიძლება მარტო გასუქების კი არა, სუნთქვის პრობლემაც გქონდეთ. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით და ნაკლები ცხოველური წარმოშობის პროდუქტი მიიღეთ.


5. მსუქანი ფეხები


მიჩნეულია, რომ ფეხებში ცხიმის დაგროვება მემკვიდრეობით გერგოთ ან ცხოვრების არასწორი წესი გაქვთ. ფეხები მისახედია, რადგან ფეხმძიმობის დროს მდგომარეობა საგრძნობლად გაგირთულდებათ. ხშირად უნდა ირბინოთ კიბეებზე, აკეთეთ ფეხების გასახდომი ვარჯიშები.


6. მუდმივი ”ფეხმძიმე”


თუ ადრე ფიზიკურად აქტიური იყავით და ახლა დილის გამამხნევებელ ვარჯიშსაც არ ასრულებთ, მეექვსე ნახატის მსგავსად გასუქდებით. თუმცა, გასუქების ასეთი ფორმა ახასიათებთ ადამიანებს, ვინც დიდხანს ზის კომპიუტერთან, მანქანაში. მოერიდეთ ხანგრძლივ შიმშილობას. იკვებეთ ხშირ-ხშირად და მცირე ულუფებით. ეჭვი მეპარება, რომ დილაობით ირბინოთ, ამიტომ შეამცირეთ ტკბილი, ფქვილოვანი და ცხიმიანი საკვები და რაც მთავარია, მეტი იმოძრავეთ.

0
633
2-ს მოსწონს
ავტორი:tekoo
tekoo
633
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0