დიეტოლოგია ანორექსიიდან სიმსუქნემდე 2015, 17 ოქტომბერი, 9:32 25 კგ-დან 100 კგ-მდე, ნუთუ ეს შესაძლებელია
მომავალ წელს გამოვა წიგნი, "უსაფრთხოება ციფრებში - 25-დან 100 კგ-მდე. ჩემი ბრძოლა საჭმლის მომნელებელ სისტემასთან" რომელსაც წერს ამერიკელი 26 წლის მოქალაქე ბრიტნი მეკანდერი. რომელმაც თავის თავზე გამოსცადა რა ძნელია ანორექსიასთან და სიმსუქნესთან ბრძოლა. 13 წლამდე ბრიტნი ჩვეულებრივი გოგონა იყო, იგი იყო გატაცებული ტენისით და ცხენზე ჯირითით. გარდატეხის ასაკში მან დაიწყო კატასტროფულად წონაში კლება. სიტუაცია ძლაინ დამძიმდა, ორგანიზმი არ იღებდა არანაირ საკვებს და იგი 20 წლის ასაკში 25 კილოგრამსღა იწონიდა. ექიმები ამბობდნენ რომ ბრიტნის მხოლოდ სასწაული თუ გადაარჩენდა და ეს სასწაულიც მოხდა. გოგონამ დაიწყო წონაში მომატება, სიხარულით იგი ბევრს ჭამდა და ერთ წელიწადში 72 კგ მოიმატა. 100 კილოგრამიანმა ბრიტნიმ გადაწყვიტა დიეტაზე დამდგარიყო და წონაში დაეკლო. იგი დავიდა იდეალურ წონამდე და კვლავ ცხოვრობს სრულფასოვანი ცხოვრებით. დღეს-დღეობით იგი ეხმარება ადამიანებს რომლებიც იგივე დაავადებით იტანჯებიან. 568 10-ს მოსწონს
|