x
მეტი
  • 02.11.2024
  • სტატია:137995
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511746
ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნა

imageდაიბადა 1928 წლის 14 ივნისს.

საყოველთაოდ ცნობილი, როგორც"ჩეგევარა", ან "ელჩე" იყო არგელტინელი ექიმი, მარქსისტი რევოლუციონერი, პოლიტიკოსი, კუბის პარტიზანული ლიდერი.მისი სტილიზებული სახე გახდა წინააღმდეგობის საყოველთაოდ გავრცელებული კონტრკულტურული სიმბოლო და სახალხო კულტურის გლობალური ნიშანი.

როგორც სამედიცინო ფაკულტეტის ახალგაზრდა სტუდენტი, გევარა მთელს ლათინურ ამერიკაში მოგზაურობდა და იგი სწრაფად გარდაქმნა იმ სიღაიბემ და გაუცხოვებამ, რასაც ის ამ მოგზაურობისას აწყდებოდა.მოგზაურობისას მიღებულმა გამოცდილებამ და დაკვირვებებმა მას გამოატანინა დასკვნა, რომ რეგიონში ფესვგადგმული ეკონომიკური უთანასწორობა კაპიტალიზმის, მონოპოლიზმის, ნეოკოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის ნიშანდობლივი შედეგი იყო, რისი ერთადერთი წამალიც მსოფლიო რევოლუცია იყო.მისმა ღრმა რწმენამ ბიძგი მისცა მის ჩართულობას გვატემალის რეფორმებში პრეზიდენტ ხაკობო არბენსის მეთაურობით, რომლის დამხობის შემდეგაც, რაც სავარაუდოდ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს მიეწერება, ჩეგევარას პოლიტიკური იდეოლოგია უფრო განმტკიცდა.მოგვიანებით, როდესაც მეხიკოში ცხოვრობდა, ის რაულ და ფიდელ კასტროებს შეხვდა, შეუერთდა 26 ივლისის მოძრაობას და მათთან ერთად კუბისაკენ გასცურა იახტა გრანმათი.მათი მიზანი დიქტატორ ფულხენსიო ბატისტას რეჟიმის დამხობა იყო, რომელსაც ზურგს ამერიკის შეერთებული შტატები უმაგრებდა.გევარა სულ მალე დაწინაურდა ამბოხებულებს შორის, იგი მეორე იყო სარდლობაში და გადამწყვეტი როლი ითამაშა ორწლიან პარტიზანულ ომში, რომელმაც საბოლოოდ ბატისტას რეჟიმი დაამხო.

ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნა გარდაიცვალა 1967 წლის 9 ოქტომბერს.

1
40
5-ს მოსწონს
ავტორი:beroo
beroo
40
  
0 1 1