x
image
K.P.
ნოდიკო ტატიშვილი და მარიამ როინიშვილი დაქორწინდნენ?! "ყველაზე ბედნიერები ვართ"

image
ნოდიკო ტატიშვილსა და მარიამ როინიშვილს რამდენიმე წლის მეგობრობა აკავშირებთ. ამტკიცებენ, რომ საუკეთესო მეგობრები არიან, თუმცა დღეს სოციალურ ქსელში რამდენიმე პროვოკაციული ფოტო გაავრცელეს. ''ყველაზე ბედნიერები ვართ, მიყვარხარ, ნოდ''-წერს მარიამი. წყვილი სოციალურ ქსელში მეგობრებისაგან არერთ მილოცვას იღებს. სამწუუხაროდ წყვილის ეს ბედნიერება დადგმული გამოდგა და ამ ყველაფრით შესანიშნავადაც გახალისდნენ. საზოგადოებაში ამ სიცრუემ დიდი გულისტკივილი გამოიწვია, ირკვევა, რომ ბევრს სურს მარიამისა და ნოდიკოს ცოლ-ქმრის ამპლუაში ხილვა. ზოგიერთები იმასაც ამბობენ, რომ წყვილს შორის, ყველასაგან ფარულად რომანია გაჩაღებული და ამ "თამაშით" ნიადაგი მოსინჯეს. image

შეგახსენებთ, რომ მარიამი უკვე გახლდათ დაქორწინებული, ოჯახი საკმაოდ ახალგაზრდამ, 20 წლისამ შექმნა. მის რჩეული გიორგი მახარაძე გახლდათ. გიორგი მარიამის ძმის, კოკოს კურსელი და მეგობარი გახლდათ. ის მსახიობია და ამჟამად "თავისუფალ თეატრში" მიწვევით თამაშობს, ერთი პერიოდი მუსკომედიის თეატრის დასშიც ირიცხებოდა. სამწუხაროდ ურთიერთობა არ შედგა, წყვილი დაშორდა. მათ ერთი ქალიშვილი, პატარა ელენე ჰყავთ. წყვილი დაახლოებით 2 წლის მანძილზე მალავდა დაშორების ამბავს. "ჩვენს შორის გაჩნდა ბზარი. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ხასიათი გვაქვს, რაღაცეები მას სხვანაირად ესმის, მე კიდევ – სხვანაირად. ჩვენ შორის ვერ მოხდა თანხვედრა. ერთმანეთი არ დაგვიხოცავს და ისე არ დავშორებულვართ. ის, რომ ოჯახი დაგვენგრა, ჩემი და მარიამის ბრალია და არა – სხვის"-ამტკიცებდა გიორგი.image

0
1061
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1061
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0