მამაკაცების უმრავლესობა ქალის ამ ათ სამოსსა თუ აქსესუარს განსაკუთრებით სექსუალურად მიიჩნევს, თუმცა ქალბატონებისთვის მათი ტარება არც თუ ისე სასიამოვნოა და უხერხულობასთან და ტანჯვასთანაც კი ასოცირდება.
1. სანდლები ე.წ. "შპილკა" ქუსლებზე
ბევრი დამეთანხმება, რომ მაღალ "შპილკებზე" შედგომა საშინლად უხერხული და მტანჯველია. ძველ ჩინეთში ამგვარი"სილამაზის" გამო გოგონებს ტერფებსაც კი უმსხვრევდნენ. თანამედროვე დიზაინერებმა კი ვიწრო თასმითა და ძალიან მაღალი, წვრილი ქუსლით სანდლები ყველაზე უხერხულ ფესაცმლად აქციეს. ამგვარ ფეხსაცმელში ტერფი გამუდმებით ქვემოთ ცურავს და თითები მუდმივად დაძაბული უნდა გქონდეს, რათა მიწას არ შეეხოს. ამას გარდა მაღალი პლატფორმა გოგონებს ისეთი "საჩუქრებით" ანებივრებს, როგორიცაა კოჭის მოტეხილობა, დაჭიმულობა, ვენების დაავადება. და რა უნდა იყოს ამ ჯოჯოხეთურ ტკივილში სექსუალური?
2. ძალიან ღრმა დეკოლტე
ყველა მამაკაცის ოცნება... თუმცა პატარა მკერდის მქონე გოგონებს აქ მხოლოდ ე.წ. push up ბიუსტჰალტერი შველით, რომელიც საშინლად აწვება გულ-მკერდზე. ეს არასასიამოვნოცაა და შინაგან ორგანოებსაც აზიანებს. ხოლო მოზრდილი მკერდის მქონე ქალბატონები იძულებული არიან გამუდმებით ყურადღებით იყვნენ და თვალყური ადვნონ, რათა ღრმა დეკოლტედან ყველაზე უხერხულ დროს ზედმეტი არაფერი გამოჩნდეს.
3. გრძელი საყურეები
გრძელი საყურეები ლამაზად უსვამს ხაზს დახვეწილ კისერს მაგრამ ეს "სილამაზე" ხშირად თმაში იხლართება და ყურის ბიბილოსაც მტკივნეულად ქაჩავს.
4. სტრინგი
ამგვარი უხერხული საცვლები მამაკაცებმა სულ ცოტა ხნით თავად რომ მოირგონ, ალბათ აღარასოდეს იტყვიან, რომ სექსუალურია და მით უმეტეს, არ მოსთხოვენს ქალს მის ჩაცმას.
5. კოსრეტი
რამდენიმე წლის წინ კორსეტების მოდაში დაბრუნების ტენდენცია შეინიშნებოდა, მაგრამ, საბდნიეროდ, ფემინისტების წყალობით, ეს არ მოხდა. ეს ხომ ნამდვლი "წამების იარაღია", რომელიც ნორმალურად არც ჯდომის და არც სუნთქვის საშუალებას არ იძლევა, რომ აღარაფერი ვთქვათ ძირს დახრაზე და უბრალოდ თასმების შეკვრაზე.
6. მინი ქვედაბოლო
ვიწრო მინი ქვედაბოლო გამუდმებით ზემოთ იწევს და სულ ქვემოთ უნდა ქაჩო. განიერი ქვედა ბოლოს წყალობით კი ქარის ოდნავი დაბერვა და მერლინ მონროდ შეიძლება იქცე. მანქანაში ჩაჯდომა ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია...
7. "ფანქარი" ქვედაბოლო
იდეალური სამოსი გამხდარი ქალბატონებისთვის. ოდნავი ზედმეტი კილოგრამების შემთხვევაში კი ქალი მთელი დღე იძულებულია დაჭიმული მუცლით იაროს. ძალიან ლამაზია, მაგრამ ძალიან არაპრაქტიკულიც. ამგვარ სამოსში სიარული ძნელია, ჯდომა -უხერხული, ჭამა კი საერთოდ არ შეიძლება.
8. ნეილონის წინდები
მშვენიერი გადაწყვეტილებაა, როცა საყვარელი მამაკაცისთვის ლამაზად და სექსუალურად გახდას აპირებთ. მაგრამ მთელი დღე მისი ტარება ნამდვილი კოშმარია: წინდები ძალიან ხშირად "იჩაჩება" ქვემოთ, არადა ხალხში ყოფნისას შესწორება ხომ წარმოუდგენელია.
9. კაბა ღია ზურგით
ამგვარი კაბა ძალიან კომფორტულია გამხდარი გოგონებისთვის. მაგრამ არა სხვებისთვის, რადგან ოდნავი მოდუნებაც და ყველა ნაკლი სახეზეა.
10. გიპიურის საცვლები
ბევრს ალბათ გაუკვირდა, რა უნდა იყოს ამაში არაკომფორტულიო, მთავარია ზომა იყოს სწორად შერჩეული. კომფორტული და არა სინთეტიკისგან შექმნილი გიპიურის საცვლები ჯერ ერთი ძალიან ძვირი სიამოვნებაა, მეორეც ძალიან ნაზად უნდა გაირეცხოს. ამას გარდა, გიპიური ხშირად ქავილსაც იწვევს. თუმცა სექსუალური კი ნადვილად არის...