x
image
ნანუშკი ნანა
არსებობს თუ არა პარალელური სამყარო
image
ადამიანი ყოველთვის იყო ცნობისმოყვარე არსება. მას ყოველთვის აინტერესებდა მფრინავი ობიექტები, წყალქვეშა საიდუმლოებები და რა თქმა უნდა პარალელური სამყარო.

ზოგიერთს ძალიან უნდა იქ გადაადგილება და პარალელური სამყაროს ჩვენს სამყაროსთან შედარება. არის თუ არა ის ასეთივე და რა განსხვავებაა ამ ორ სამყაროს შორის.

როგორც ამბობენ პარალელურ სამყაროში მცენარეები შენობების კედლებზე იზრდება, თუმცა ეს დედამიწაზეც სავსებით შესაძლებელია.

არსებობენ ადამიანები რომლებიც ამტკიცებენ რომ იმყოფებოდნენ სხვა განზომილების სამყაროში, არც თუ ისე დიდი ხნის წინ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ქალბატონმა განაცხადა რომ იმყოფებოდა პარალელურ სამყაროში, ეს ქალბატონი მედიუმია. იგი წარმოუდგენელ რამეებს ყვებოდა რამაც შეაშფოთა გარშემომყოფები.


ქალბატონმა თქვა რომ პარალელურ სამყაროში გადაადგილება შესაძლებელია სარკეების მეშვეობით, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მეორე სამყაროდან მოინდომებენ ამას და არა ჩვენიდან.

როგორც ამბობენ პარალელური სამყარო დიდად არ განსხვავდება ჩვენისგან, იქ გაცილებით მეტი სიკეთეა და არ არის ომები და დაპირისპირებები.

ყველას არ სჯერა ამ ადამიანების მონათხრობი და ზოგიერთი მეცნიერი იმასაც ამტკიცებს რომ პარალელურ სამყაროში არ ცხოვრებენ ადამიანები არამედ ისინი ნამდვილი მონსტრები არიან და იქ ნამდვილი აგრეასია სუფევს.

ზოგიერთს კი სჯერა რომ პარალელურ სამყაროში გადასვლა შესაძლებელია ჭექა -ქუხილის და ელივის მეშვეობით, ისინი ამბობენ რომ ელვა ქმნის ატმოსფეროს რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ ხიდად ორ პარალელურ სამყაროს შორის, ის კარების ასოციაციას ტოვებს.

დავუჯეროთ თუ არა იმ ადამიანების მონათხრობს რომლებიც ამტკიცებენ რომ იმყოფებოდნენ ასეთ სამყაროში ყველა ადამიანის ცალკეული გადასაწყვეტია. ამაში მეცნიერება ვერ გვეხმარება, მათ არ აქვთ დამამტკიცებელი არგუმენტები.

image


3
229
7-ს მოსწონს
ავტორი:ნანუშკი ნანა
ნანუშკი ნანა
229
  
2015, 14 ოქტომბერი, 23:21
ასე დაზუსტებითაც ნუ იტყვით, რა იცით რა ხდება. :))
2015, 14 ოქტომბერი, 22:58
პარალელური სამყარო არაფერ შუაშია სიკვდილთან ;)
2015, 14 ოქტომბერი, 16:43
რომ მოვკვდები შემოგითვლით. :)
0 1 3