x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
შარდში მოხარშული კვერცხები- კიდევ ერთი ამაზრზენი დელიკატესი
ყოველი ქვეყანა თუ კუთხე განსხვავებულია თავისი წარმომავლობით, ისტორიით, კულტურითა და რაღა თქმა უნდა სამზარეულოთი. განუმეორებელი გემოს გამო კი არამარტო ეროვნული, ესა თუ ის კერძი უკვე საყოველთაო ხდება, რადგან ვინც დააგემოვნა, გაუჭირდა მასთან განშორება. ჩამოთვლა ნამდვილად გამიჭირდება, რადგან დიდია მათი რიცხვი, თუმცა ბოლო დროს ამაზრზენი დელიკატესების რიცხვიც არანაკლები გახდა. დღეს კი მინდა ერთ-ერთ მათგანზე, კერძოდ კი შარდში მოხარშულ კვერცხებზე- ჩინური დელიკატესის მომზადების უცნაურ რიტუალზე გესაუბროდ.


image


თუ როდისმე ჩინეთში, კერძოდ ქალაქ დონგიანგში მოხვდებით გაზაფხულზე (თუ უკვე არ გქონდათ ასეთი შემთხვევა), აუცილებლად იგრძნობთ თქვენთვის უცნაურ, თუმცა მოსახლეთათვის ნაცნობ, შარდის მძაფრ სუნს. რაც განპირობებულია იმით, რომ ქალაქში ამზადებენ პოპულარულ ადგილობრივ დელიკატესს – ტუნცზიდანს (ბიჭის კვერცხი). 10 წლამდე ბიჭის შარდში მოხარშული ქათმის კვერცხები ქალაქის კულინარიულ ტრადიციად უკვე ასობით წელია თარიღდება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დელიკატესია.


ალბათ გიჩნდებათ კითხვა თუ სად აგროვებენ საჭირო რაოდენობის, 10 წლამდე ასაკის ბიჭის შარდს? ქალაქის ადგილობრივ სკოლებში, დერეფნებში დგამენ მოსაშარდად რამოდენიმე სათლს, ხოლო დღის მანძილზე კი მოზრდილ ჭურჭელში გადააქვთ. ასევე ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ ბავშვი არ უნდა იყოს ავად და შარდი მხოლოდ ჯანმრთელი სხეულიდან უნდა შეგროვდეს.



imageimage


მას შემდეგ, რაც საჭირო რაოდენობის შარდს შეაგროვებენ, წამოადუღებენ და მოსახარშად მოათავსებენ ქათმის კვერცხებს. ცოტახანში ამ კვერცხებს დაჩეჩქვავენ შარდშივე, რადგან შარდმა უფრო კარგად შეაღწიოს შიგნით და კვერცხები გაიჟღინთოს მისი არომატით.


imageimageimage



ამ უცნაური ტრადიციის მიმდევარი ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ეს დელიკატესი სპეციალური, სამკურნალო ღირებულებებით ხასიათდება. მათივე თქმით შარდი შეიცავს კრისტალებს, რაც ხელს უწყობს სხეულის მაღალი ტემპერატურის კლებას და აჩერებს სისხლდენებს. მაგრამ ქალაქის ადგილობრივი საავადმყოფოს ექიმი Dzhen Huang-ი ყოველთვის უფანტავს მათ ამ მცდარ წარმოდგენას და განმარტავს, რომ შარდი არანაირ სამკურნალო ღირებულებებს არ ატარებს, რადგან მასთან ერთად ორგანიზმიდან გამოედინება მავნე ნივთიერებები. მოსახლეობა კი ფიქრობს, რომ ექიმი მხოლოდ წინააღმდეგია ხალხური ტრადიციების და ამიტომ არ აპირებენ გადააშენონ შარდში მოხარშული კვერცხებით თერაპია. უფრო მეტიც, ისინი დღეში 10 კვერცხამდე მიირთმევენ და ყიდიან კიდეც, რაც საკმაოდ მეტი ღირს, ვიდრე ერთი ჩვეულებრივი კვერცხი. რა თქმა უნდა ჩინეთის ქალაქ დონგიანგში ყველა მოსახლე არ ცნობს ამ ტრადიციას და საბედნიეროდ არიან ისეთებიც, რომელთაც ეს ამაზრზენი დელიკატესი არასოდეს გაუსინჯავთ და არც აპირებენ.


imageimageimage

8
695
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
695
  
2015, 13 ოქტომბერი, 19:50
ახლა ყურანი გვაკითხე კიდევ. :))
2015, 13 ოქტომბერი, 18:47
ძალიან ბევრი ტრადიციაა გავრცელებული და შემორჩენილი სხვადსხვა ტომებსა და ხალხებს შორის, მათ შორის ერთ-ერთია, რომელიც არ გადაშენებულა კანიბალიზმი და მაშინ მოდი და დავჭამოთ ერთმანეთი. დღეს მედიცინა იმდენად წინაა, ათასი პრეპარატი თუ სისტემა არსებობს, რომელიც წმენდს ორგანიზმს და შარდის მოხმარება დღეს მემგონი ცოტა სიბნელეა. არავის ტრადიციას არ შევურაცხვყოფ, მაგრამ ის რაც ჩემთვის მიუღებელია, მემგონი მაქვს უფლება საკუთარი აზრი დავაფიქსირო.
2015, 13 ოქტომბერი, 18:44
წმინდა წიგნებში როგორიცაა ბიბლია და ყურანი(ძველი ცივილიზაციების სამედიცინო წიგნებზე არარას ვამბობ) ურინაზე ანუ შარდზე აი რას ვკიტხულობთ
Drink water from your own cistern, flowing water from your own well. (Proverbs 5:15)

იხილე Qur'an Urine (wikiislam . net/)
2015, 13 ოქტომბერი, 18:35
შეურაცხყოფა არ გინდა ვიღაცა ხარ.... ცოტა ნერვებს გაუფრთხილდი და ისადა, ეგ შარდი ნერვებს არ შველის თუ იცით?!! გამოგადგებოდათ. რა ზალიან ახლოს მიგაქვთ გულთან რა სისულელეს დავწერ და რას არა, უბრალოდ ვთარგმე ის, რაც უცხოურ წყაროში ეწერა. სტერილური და გადამუსავებული შარდის სამკურნალო საშუალებად გამოყენება ერთია და ორგანიზმიდან გამოდევნილ მდგომარეობაში რომ დალევ და ან კვერცხს მოხარშავ მასში, ეს კიდევ მეორე. ჩემს განვითარებას რაც შეეხება, სამედიცინო განათლება მაქვს და ვშიშობ თუ კოლეგა არ ხარ, სხვა შემთხვევაში იცოდე ჩემზე მეტი, ნუ თუ პრაქტიკა გაქვს ცხოვრებისეული, კიდევ უკეთესი. მაგრამ ერთ კითხავზე მიპასუხე, პირადად რამე დაგიშავე ამდენი შეურაცხმყოფელი კომენტარი რომ დამიტოვე? რატომ უნდა დაიდოს საიტზე მხოლოდ შენი მოსაწონი მასალა? წაიკითხე? დიდი მადლობა, ხოდა გაიარე და ნუღარ იბოღმები, ვინც დაგბოღმა, მიდი და იქ ანთხიე. ძალიან განათლებულო ადამიანო.
2015, 13 ოქტომბერი, 18:14
შვილო სისულელის ლაპარაკს რომ წაიკიტხო მეტი, ვერა? ვიტომ გაგეგებოდეს ახლა სენც რამე, დაგოგლე ეგებ რამე ისწავლო.
2015, 13 ოქტომბერი, 18:12
ვინც არ იციტ, შარდს ჰოლანდიაშიც აგროვებენ, ფეხმზიმე ქალებს ურიგებენ ბიდონებს და ქალი 3 კვირის ტუ ტვის განმავლობვაში აგროვებს, ამისგან წამალს ამზადებენ უნაყოფოტვის, ანუ შარდი, დიახს შარდია ტავად სიცოცხლის მომცემი, უფრო მეტიც, ვინც არ იციტ, ურინა/ურეასგან მზადდება დრესდრეობიტ ატასი წამალი, დაგოგლეტ, ახლ რაც სეეხება ურინატერაპის სიმსივნეს ამარცხებს,, ესეც დაგოგლეტ 4 ატასი წლისაა ეს ტერაპია და ტავად ბიბლიაშია მოხსენებული და ოველ წელს იმარტება ამაზე კონგერენციები, მილიონი ინფორმაციაა დაგოგლეტ, ცოტა განვიტარდიტ რამენიარად ზოგს არც ინტრენტი შველის სამწუხაროდ
2015, 13 ოქტომბერი, 12:17
ჰოო, მახსოვს ბებიაჩემი რა გულმოდგინედ ყვებოდა ხოლმე მის ვითომ სასარგებლო თვისებებზე :))) ამაზრზენია. ადამიანის მიერ გამონაყოფი- შარდი, ფეკალიები და ამონაღებინები ყველაზე მომწამვლელია ორგანიზმისთვის.
2015, 13 ოქტომბერი, 12:13
რა იდიოტობა...ჩვენშიდაც დადიოდა ლეგენდები შარდზე....თითქოს სამკურნალო თვისებები ჰქონდეს..არა და მავნე ნივთიერებები მთელ კასკადს შეიცავს..აზოტი,ცინკი,ტყვია და ათას შხამს..რა სიბნელეა!!
0 1 8