საზოგადოება ჯიმ ქერის ცხოვრებაში მომხდარი უმძიმესი ტრაგედია 2015, 11 ოქტომბერი, 20:23 ყველასათვის საყვარელი მსახიობი, ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯიმ ქერის დიდი ტრაგედია შეეემთხვა. ცოტა ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ფოტოები დამწუხრებული და მგლოვიარე ჯიმ ქერის, რომელიც იმყოფებოდა თავისი ყოფილი მეგობარი გოგონას კატრიონა უაიტის დაკრძალვაზე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მსახიობი მივიდა არა მხოლოდ სამძიმარზე, არამედ მისცვალებულს სასაფლაომდეც კი მიჰყვა. ჯიმ ქერი შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა, როდესაც ამ ფაქტის შესახებ გაიგო.ქერი კატრინას შესახებ ამბობს, რომ ის იყო ძალიან კეთილი და მეგობრული ადამიანი.მსახიობი თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახს და დიდი სურვილი გამოთქვა ოჯახის დასახმარებლად, რომ ყველაფერს გაიღებდა. შეგახსენებთ, რომ 28 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს საკუთარ სახლში, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ სახელდება, თუმცა სავარაუდო ინფორმაციით გარდაცვალების მიზეზი გადაჭარბებული წამლის ანუ ნარკოტიკული საშუალების მიღება უნდა გამხდარიყო. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯიმ ქერი სექტემბერში ჩასულა ირლანდიაში დაკრძალვაზე, სავარაუდოდ გარდაცვლილი მისი ყოფილი შეყვარებული იყო. “ის იყო კეთილი, ნაზი არსება, ძალიან მგრძნობიარე, ძალიან ვუყვარდი.ის იყო ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, ეს ამბავი დიდი ტრაგედია ჩემს ცხოვრებაში და ის ყოველთვის მემახსოვრება’’-განაცხადა ჯიმ კერიმ.
2610 3-ს მოსწონს
|