მოგზაურობა უძველესი ქვით მოჩუქურთმებული ადამიანის ქანდაკება და მისი უჩვეულო დანიშნულება 2015, 10 ოქტომბერი, 20:29 ეს გრანდიოზული ქანდაკება წარმოადგენს ადამიანის გამოსახულებას კლდეზე, რომელიც მოჩუქურთმებულია ქვის ფიგურებით. ამ შედევრის ავტორად ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია ფლორენციელი მოქანდაკე ჯოვანი და ბოლონია(ჩვ.წთ.1500 წელი), რომლის ნამუშევარიც გახდა სიმბოლო იტალიის ულამაზესი მთათა სისტემის აპენინისა.ამ ქვის ქანდაკებას შეურჩიეს ღვრთაების სახელი -აპენინო, ეს ქანდაკება აღმოჩენილია და დღესაც დგას ვილა ტუსკანი პრატოლინში. თუმცა ეს ქანდაკება გამოირჩევა თავისი საიდუმლოებით, მის შიგნით იმალება რამოდენიმე ოთახი, რომელიც გამოიყენებოდა სხვადასხვა მიზნებისათვის.ქადაკებაში გამოყოფილია ბუხარი და დიდი სივრცე, სადაც შესაძლებელია ყრილობისა და სხვადასხვა სახის რიტუალების ჩატარება. ასევე ქანდაკებას იყენებდნენ სტიქიური უბედურების დროს თავის შესაფარად.. აპენინის მთათა სისტემის ერთადერთი ადგილი, რომელსაც უამრავი ტურისტი სტუმრობს არის ვილა ტუსკანი, რომელიც შაბათამდე უამავი ვიზიტორის მიღება უწევს, კვირა დღეს მისი ნახვა შეუძლებელია და აქვე ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ვილა ვიზიტორებს მხოლოდ 2015 წლის ოქტომბრის ბოლომდე მიიღებს, ასე რომ ვისაც გსურთ ამ შესანიშნავი ქანდაკების ხილვა დრო სულ ცოტა რჩება იჩქარეთ და შეუერთიდ მრავალათასიან ტურისტთა ნაკადს.. ბოლო სურათი გადაღებულია ქანდაკების შიგნით, რათა თავად დარწმუნდეთ ამ ძეგლის უნიკალურობაში. 252 3-ს მოსწონს 1-ს არა
|