x
image
K.P.
ხატია სიჭინავა დედამთილს: "შენი დაბადება, პირდაპირ კავშირშია ჩემს ბედნიერებასთან"

image
ქართული შოუბიზნესის წარმომადგენელი და ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა დედამთილს დაბადების დღეს სოციალური ქსელის მეშვეობით ულოცავს და მის მიმართ თბილ სიტყვებს არ იშურებს: ''დედა, შენი დაბადება, პირდაპირ კავშირშია ჩემს ბედნიერებასთან. რომ არა შენი დაბადების დღე, მე ვერ შევდგებოდი როგორც ბედნიერი ქალი და დედა. უბრალოდ არ შეიძლება არ მიყვარდე, რადგან ღმერთს ვაწყებინებდი არ მყვარებოდა ქალი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაზე იზრუნა მაშინ, როცა წარმოდგენაც არ ქონდა ჩემზე და ჩემი სიყვარული გააჩინა და აღზარდა საამაყო ადამიანად! დარწმუნებული ვარ, შენი შვილების გარდა, ბევრი საამაყო ქართველი გაუზარდე საქართველოს 29-ე ბაღში ამდენი წლის განმავლობაში. გილოცავ დედა, დაბადების დღეს ვულოცავ შენს შვილებს და ჩემს თავს და ყველას ვისაც ეს დღე უხარია''.

image
შეგახსენებთ რომ, ხატია სიჭინავა სპორტსმენის, რამაზ ნოზაძის მეორე ნახევარია. წყვილს სამი ქალიშვილი ჰყავს და სამომავლოდ ვაჟის გაჩენასაც გეგმავენ. დაქორწინების შემდგომ ხატიას ძირითადი საქმიანობა ოჯახია. მას საკუთარი შემოსავლის წყარო აქვს, სილამაზის სალონი. "დედობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. 30 წლის ვიყავი და ვფიქრობ, რომ ეს ზუსტად ის ასაკია, როდესაც უკვე მზად ხარ დედობისთვის. მანამდე ალბათ ჯერ კიდევ არ გაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა რასაც დედობა ჰქვია. უბრალოდ, პირველ შვილზე ძალიან დაფეთებული ვიყავი, ყველაფრის მეშინოდა. მეორე შვილზე უფრო დავიხვეწე და მესამეს უკვე სრულიად მზადყოფნაში შევხვდი"-განაცხადა ხატიამ.

ვუსურვოთ ოჯახს ჯანმრთელობა და ბედნიერება.image

0
897
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
897
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0