ქართველ მორაგბეებს "მოღალატეები" უწოდეს. "მათ ქვეყანა 2 თეთრად გაყიდეს"
მოკლედ რა სიტუაციაც არის საქართველოში ყველამ ვიცით, მაგრამ ეს უკვე ზედმეტია.
გვახსოვს ალბათ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა
ნამიბიას 16-17 სძლია და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა გაინაღდა. ეს ფაქტი ყველას გაგვიხარდა. ქართველმა მორაგბეებმა მსოფლიოში გვასახელეს თავიანთი კარგი თამაშით და მონდომებით. მაგრამ სამწუხაროდ ყველას არ გახარებია. პუტირი რაგბსაც და ქართველო მორაგბეებსაც დაუკავშირეს. რა შუაში იყო ნამდვილად არ მესმის. როგორც პოსტის ავტორი წერს, რომელიც სოციალური ქსელის, "ფეისბუქის" საშუალებით ავრცელებს ამ ინფორმაციას ქართველ მორაგბეებს მოღალატეები უწოდა და ქვეყნის ორ თეთრად გაყიდვა მიაწერა.
გთავაზობთ მის გამოქვეყნებულ პოსტს:
"ამ მოღალატეების გამარჯვებას როგორ ზეიმობთ ხალხო? ესენი რითი სჯობიან ივანიშვილს, სულ ორ თეთრად გაყიდეს ქვეყნის სახელი.
ესენი არც კაცები არიან და მითუმეტეს, პატრიოტები.
პირადად მე, ნამიბიას ვგულშემატკივრობდი და ძალიან დამწყდა გული, რომ წააგეს. ის ხალხი, თავისი ქვეყნის სახელით მაინც გამოდიოდა. ამათმა, ამ გამარჯვებით პუტინს მიულოცეს დაბადების დღე. ხომ, არ დააღალატებდნენ?
ამ დედა აფეთქებულ ქვეყანაში, ყველა მტრის საქმეს აკეთებს.
ამიტომაა "ვბრწყინავთ"
მხოლოდ მიშა აკეთებდა საქართველოს საქმეს და ამის გამო რა უქნეს კი ხედავთ?"
ამის დამწერი რომ აშკარად ავადმყოფია და სრულ ჭკუაზე არაა ყველა ვატყობთ, მაგრამ პუტინის დაბადების დღის მილოცვა მაინც საიდან მოიტანა?