x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ლიონელ მესი შესაძლოა ციხეში ჩასვან
imageესპანეთის სახელმწიფო პროკურატურა მოითხოვს "ბარსელონას" ფორვარდის 22 თვით თავისუფლების აღკვეთას გადასახადებისგან თავის არიდების გამო.


წინა კვირას პროკურატურამ მოუხსნა ბრალდება არგენტინელ ფეხბურთელს და ეჭვმიტანილად დატოვა მხოლოდ მესის მამა, ხორხე ორასიო მესი, რომელსაც 18 თვიანი პატიმრობა ემუქრება.ფეხბურთელის ფინანსურ საქმეებს წლების
განმავლობაში მისი მამა მართავდა.


თუმცა პროკურორმა გაანაახლა საქმე და მოითხოვს მსოფლიოს №1 ფეხბურთელის დასჯას.

მანამდე მესის ფულის გათეთრების ბრალდება მოუხსნეს, რომელსაც გამოძიების ვერსიით საკუთარი საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით ანხორციელებდა.



ლაპარაკია 6 მატჩზე, რომელიც მესის ორგანიზებით შედგა 2012-2013 წლებში ლათინურ ამერიკაში და სამართალდამცავებმა ეჭვქვეშ დააყენეს.

პოლიციამ შეისწავლა საბანკო გადარიცხვები, რომლის საერთო რაოდენობა 1 მლნ.ევრო გახლდათ.მიმღები იყო მესის მეგობარი გილიერმო მარინი.

image

მთლიანობაში გადასახადების თავის არიდებისთვის ლიონელს და მამამისს ესპანეთის პროკურატურა 4 მილიონ ევროს ედავება.


ცნობილმა ფორვარდმა უკვე ესპანეთის სახელმწიფო ხაზინაში შეიტანა 10 მლნ.ევრო, მზადაა კიდევ 15 მილიონის გადახდისთვის, თუმცა ესპანეთის პროკურატურა არ ცხრება და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმის შეჩერებას არ აპირებს.


მესის წინააღმდეგ საქმე ჯერ კიდევ 2013 წელს აღიძრა და მას შემდეგ გამოძიება გრძელდება.

image

4
684
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
684
  
2015, 9 ოქტომბერი, 22:55
ეგრე არაა დამალო და მერე იძახო გადავიხდიო, დამალა? კანონისათვის დამნაშავეა. ჩოგბურთის გერმანელი ლეგენდის შტეფი გრაფის მამა 2 წელი იჯდა ციხეში ანალოგიური ქმედებისათვის.
ფიფამ კანონიერად შეუზღუდა ტრანსფერებზე აკრძალვა ბარსელონას, ფეხბურთელების ასაკით მანიპულირებდნენ. :))
2015, 9 ოქტომბერი, 22:38
ზოგადად ბარსას ებრძვის ფიფას,ახლა სანქცია ჰქონდათ და ფეხბურეთელებს ვერ იმატებენ იანვრამდე იმიტომ რომ ვერ არეგისტრირებენ და ეგ იმიტომ რომ ბრალი დასდეს არასრულწლოვან ფეხბურთელთა არასწორად გაფორმებაში და ეგრე კიდევ რამდენიმ ე გუნდს ჰქონდა და მარტო ამათ დააკსრეს სანქცია თუ კანონია კანონი იყოს ყველასთვის:)ახლა ამასაც რაღაც მოუძებნეს თავის ჭკუით,კაცი იხდის რაც დამალა თუ არ გადაიხადა და გინდა თუ არა ციხეშიო.
2015, 9 ოქტომბერი, 22:32
რატომ ებრძვიან? დაარღვია კანონი და კანონისათვის სულ ერთია დამრღვევი მესია თუ ხოაკინი :))
2015, 9 ოქტომბერი, 17:26
მოკლედ ებრძვიან ბარსელონას ეს საზიზღრები
0 1 4