ფეხბურთი ლიონელ მესი შესაძლოა ციხეში ჩასვან 2015, 9 ოქტომბერი, 12:01 ![]() წინა კვირას პროკურატურამ მოუხსნა ბრალდება არგენტინელ ფეხბურთელს და ეჭვმიტანილად დატოვა მხოლოდ მესის მამა, ხორხე ორასიო მესი, რომელსაც 18 თვიანი პატიმრობა ემუქრება.ფეხბურთელის ფინანსურ საქმეებს წლების განმავლობაში მისი მამა მართავდა. თუმცა პროკურორმა გაანაახლა საქმე და მოითხოვს მსოფლიოს №1 ფეხბურთელის დასჯას. მანამდე მესის ფულის გათეთრების ბრალდება მოუხსნეს, რომელსაც გამოძიების ვერსიით საკუთარი საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით ანხორციელებდა. ლაპარაკია 6 მატჩზე, რომელიც მესის ორგანიზებით შედგა 2012-2013 წლებში ლათინურ ამერიკაში და სამართალდამცავებმა ეჭვქვეშ დააყენეს. პოლიციამ შეისწავლა საბანკო გადარიცხვები, რომლის საერთო რაოდენობა 1 მლნ.ევრო გახლდათ.მიმღები იყო მესის მეგობარი გილიერმო მარინი. ![]() ცნობილმა ფორვარდმა უკვე ესპანეთის სახელმწიფო ხაზინაში შეიტანა 10 მლნ.ევრო, მზადაა კიდევ 15 მილიონის გადახდისთვის, თუმცა ესპანეთის პროკურატურა არ ცხრება და მის წინააღმდეგ აღძრულ საქმის შეჩერებას არ აპირებს. მესის წინააღმდეგ საქმე ჯერ კიდევ 2013 წელს აღიძრა და მას შემდეგ გამოძიება გრძელდება. ![]() 683 12-ს მოსწონს 1-ს არა |
ფიფამ კანონიერად შეუზღუდა ტრანსფერებზე აკრძალვა ბარსელონას, ფეხბურთელების ასაკით მანიპულირებდნენ. :))