x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135792
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510179
ადამია: "ბათუმში მცირე და საშუალო ბიზნესი გაჩერებულია"

ლაშა ადამიასაქართველოს პრემიერ მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამუდმებით აცხადებენ, რომ აჭარაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ბიზნესი განთავისუფლებულია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“, – ეს განცხადება ბათუმში არსამთავრობო ორაგნიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელებმა გააკეთეს. ლაშა ადამიას თქმით, ბათუმში მცირე და საშუალო ბიზნესი გაჩერებულია, რის გამოც 500-მდე ობიექტი დაიხურა. „ აღნიშნულ პირებთან მაქვს კონკრეტული შეკითხვა აქვთ თუ არა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აჭარაში მცირე და საშუალო ბიზნესი არის გაჩერებული და მასობრივად იხურება ობიექტები, ყოველ დღე იზრდება უმუშევარ ადამიანთა რიცხვი . ფაქტობრივად ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ჩვენ შევისწავლეთ ბათუმში არაერთი ობიექტი და აღმოჩნდა, რომ 500-მდე ობიექტი დაიხურა იმის გამო, რომ რეგიონში ეკონომიკური კრიზისია“. განცხადა ლაშა ადამიამ. მესამე სექტორი ხელისუფლებას საკითხის დაინტერესებისკენ მოუწოდებს."-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის" თავმჯდომარემ ლაშა ადამიამ.

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:oto-008
oto-008
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0