სხვა ბაღები, რომლებიც უნდა ნახოთ 2015, 6 ოქტომბერი, 18:49
როგორც ყოველთვის, ამ პოსტსაც ვიწყებ ჩემი საყვარელი ფრაზით, რომ ხელოვნებას არ აქვს საზღვრები... არსებობენ ადამიანები რომლებიც ბუნებასთან და ამავდროულად ხელოვნებასთანაც იმდენად მჭიდრო კავშირში არიან, რომ შეუძლიათ ეს ორი ერთმანეთს იდეალურად შეარწყან და ბუნებრივ ხელოვნებად გარდაქმნან. ბაღი ალბათ ყველას გვქონია, ზოგს სოფელში ზოგსაც ქალაქში და ყველას გვიცდია მისი მოვლა, სარეველა ბალახებისგან გაწმენდა და ყვავილების დათესვა. თუმცა ყველას ისე კარგად როდი გვეხერხება, როგორც ამ ადამიანებს, ვის შემოქმედებასაც ახლა წარმოგიდგენთ.... დამეთანხმებით, რომ ადვილი არაა ფლორისა და ფაუნის დამორჩილება და რომ ის დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს. მაგრამ შეუძლებელი როდია? ამის დასამტკიცებლად მინდა წარმოგიდგინოთ ბაღები, რომლებიც მეტია, ვიდრე უბრალოდ კარგად მოვლილი ფლორა... ისინი ხელოვნების ნიმუშებია.... 164 6-ს მოსწონს
|