დიახ, თქვენს წინაშეა პლაჟზე დასვენება, ცხენზე ჯირითი, ტყეში სეირნობა, ფიტნესი...და კიდევ სხვა მსგავსი "მკაცრი" დეტალები, რომლებიც, არც მეტი არც ნაკლები, ციხეებში გვხვდება და დამნაშავეებისთვის არის განკუთვნილი.
1. ჰალდენი, ციხე ნორვეგიაში
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული და ჰუმანური ციხე. პატიმრებისთვის აქ გაცილებიტ უკეთესი პირობებია შექმნილი, ვიდრე ნორვეგიის მოხუცთა თავშესაფრებში. ნორვეგიის იუსტიციის სამინისტრო თვლის, რომ პატიმართა დასჯა არის მათთვის თავისუფლების შეზღუდვა და არა ცხოვრების ხარისხის დაქვეითება.
სტანდარტული ციხის საკანი.
ციხის მმართველობა აქტიურად უჭერს მხარს სპორტის პროპაგანდას.
ციხეში ხმის ჩამწერი სტუდიაც არის. ბევრი მსჯავრდებული სწორედ აქ აღოაჩენს საკუთარ თავში სიმღერის ნიჭს.
ადგილობრივი სამედიცინო კაბინეტის აღჭურვილობა ბევრ სახელმწიფო კლინიკას შეშურდება.
2. არანხუესი, ციხე ესპანეთში
არანხუესი იმით არის განსაკუთრებული, რომ მსოფლიოში ეს ერთადერთი ციხეა, რომელიც განკუთვნილია მთელ ოჯახებზე. ჩვეულებრივ, თუ მსჯავრდებულს შვილი შეეძინება, ბავშვს ციხის გარეთ დარჩენილ ოჯახთან უშვებენ საცხოვრებლად ან აშვილებენ.
თუმცა ამ ესპანურ ციხეში, ბავშვებს უფლებას აძლევენ მშობლებთან დარჩნენ სანამ სამი წელი შეუსრულდებათ. ბავშვი უზრუნველყოფილია სათამაშოებით. ციხის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ამგვარი მიდგომით სასჯელის მოხდის შემდეგ თავისუფლებაზე გასულ ოჯახს ნორმალური ცხოვრების უკეთესი შანსი იქნება.
3. სოლენტუნა, ციხე შვეციაში
ქურდები და მკვლელები ამ ციხეში სრულყოფილად აღჭურვილი სატრენაჟორო დარბაზიტ სარგებლობენ, თავად ამზადებენ სასურველ სადილს, საკუთარ დივანზე წამოწოლილი უყურებენ ფეხბურთს.
4. ლეობენი, სამართლის ცენტრი ავსტრიაში
დამნაშავე რომ იყოთ და ავსტრიის ამ ციხეში მოხვდეთ, ეს ნამდვილად გაგეხარდებოდათ. ვერავინ იფიქრებს, რომ ციხე შეიძლება ასეთი მაღალი კლასის იყოს. ამ ხუთვარსკვლავიან ციხეს აქვს სავარჯიშო დარბაზი, საკუთარი სასამართლო დარბაზი, ყოველ კამერაში არის ტელევიზორი.
კამერები აღჭურვილია უზრუნველი ცხოვრებისთვის საჭირო ყველა საგნით.
დასასვენებელი ოთახების დიზაინი განსაკუთრებით შთამბეჭდავია.
5. ბასტოი, ციხე ნორვეგიაში
ამ ციხეში პატიმრებს ეპყრობიან, როგორც საზოგადოების სრულფასოვან წევრებს. მათ არა მხოლოდ სამუშაოთი უზრუნველყოფენ, არამედ სრულფასოვანი დასვენებითაც (ცხენებზე ჯირითი, მზეზე გარუჯვა, თევზაობა, ჩოგბურთის თამაში).
წესრიგის დამრღვევები ცხოვრობენ თანამედროვედ გარემონტებულ ოთახებში, მათ საკვებს კი პროფესიონალი მზარეულები ამზადებენ.
მობილური ტელეფონები აკრძალულია, მაგრამ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ისარგებლონ სატელეფონი ჯიხურით. პატიმრებს კვირაში სამჯერ აქვტ უფლება მნახეველების მიღების, რომლის დროსაც სექსითაც შეუძლიათ დაკავდნენ.
ალბათ ბევრს გაუჩნდა შეკითხვა: თუ ნორვეგიის ციხეში ასეთი კარგი პირობებია, ხომ შეიძლება პატიმარს უბრალოდ არ უნდოდეს გარეთ გასვლა და ციხეში დასაბრუნებლად ხელახლა ჩაიდინოს დანაშაული? მაგრამ ამგვარი გამოსასწორებელი სისტემა მართლა კარგად მუშაობს: ყოფილ პატიმართა მხოლოდ 20% ჩადის განმეორებით დანაშაულს. (რუსეთსა და აშშ-ში ეს მაჩვენებელი 40-60%-მდე ადის). ამასთან, 100 ათას ნორვეგიელზე მხოლოდ 70 დამნაშავე მოდის.
6. ციხე ტერორისტებისთვის, საუდის არაბეთი
ამგვარ პირობებში იხდიან სასჯელს საუდის არაბეთში პატიმრები, რომლებიც ტერორისტული ქმედებებისთვის ან ტერორისტებისთვის ხელშეწყობისთვის იყვნენ გასამართლებული. აქ ყველა პატიმარს ელის სპა პროცედურები, საუნა, დიდ აუზში ბანაობა, სპორტი.