ამერიკელი კორონდო ტირე “გინესის რეკორდების წიგნის” თანამონაწილე გახდა, როგორც ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ყიდის.
უმუშევარმა ტირემ უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში ტრანსპლატაციისთვის გაყიდა საკუთარი თირკმელი, ფილტვი, თვალი, ფეხი, ერთი სათესლო ჯირკვალი 21 კვ. სმ. კანი. იგი მზად იყო საკუთარი თავი ნაწილ ნაწილ გაეყიდა, მაგრამ ექიმებმა ამის გაკეთება აუკრძალეს და გააფრთხილეს, თუ სხეულის კიდევ რაიმე ნაწილს მოიჭრიდა, აუცილებლად დაიღუპებოდა.
თვით გაყიდვის შემდეგ კორონდო დაინვალიდდა, მაგრამ ის არ ნანობს იმას, რაც გააკეთა, ვინაიდან ამ გზით შეძლო თავისი ოჯახის პრობლემების მოგვარება. იყიდა მშვენიერი სახლი, შვილებს უმაღლესი განათლება მისცა და ბანკშიც შეინახა ფული. ტირე აცხადებს, რომ ის ბედნიერია, რადგან ბევრ ადამიანს დაეხმარა და სიცოცხლე შეუნარჩუნა.