საქართველო ბიძინა ივანიშვილი:,,ვინმეს ნათესაობა არ შეიძლება რაიმე პრივილეგიას წარმოადგენდეს!" 2015, 5 ოქტომბერი, 16:06 ე.წ. ნარუშილოვკებთან დაკავშირებით ატეხილი სკანდალი ჯერაც არ ჩამცხრალა.ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ხმამაღლა განაცხადეს, რომ ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც “ნარუშილოვკას'' აფრიალებს, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ნათესავია. გუშინ გავრცელდა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობტ და რომლიც ავტორიც თავად ყოფილი პრემიერია: “ტელევიზიით გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს მოქალაქე, რომელიც, ე.წ. “ნარუშილოვკის'' პატრულისთვის ჩვენებით, ცდილობს, პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას. რამდენადაც ვიცი, აღნუიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და იმედი მაქვს, ყველა კანონდამრღვევი სათანადოთ დაისჯება, მაგრამ მინდა, ვისარგებლოთ შემთხვევით, და, მიუხედავა იმისა, არის თუ არა ეს მოქალაქე ჩემი ნათესავი, საზოგადეობას კიდევ ერთხელ განვუმარტო ჩემი პოზიცია მსგავს მოვლენებთან დაკავშირებით. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ნებისმიერი უკანონო პრივილეგიის გამოყენება, ვისი მხრიდანაც უნდა ხდებოდეს ეს.ამგვარი რამ დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და უკიდურესად სამარცხვინო საქციელია, როგორც პრივილეგიის გამომყენებლის, ისე პრივილეგიის მინიჭების მხრიდან. გაზეთი ვერსია 184 1-ს მოსწონს |