x
image
ნოდარი პეტრიაშვილი
კაზინოს პრინციპი

imageკაზინოს თამაშების უმრავლესობის პრინციპი ასეთია – თამაშის შედეგი მისი მონაწილისთვის, უპირველეს ყოვლისა, შემთხვევითობის ელემენტზეა დამოკიდებული. აზარტული თამაშის ორგანიზატორი შეიძლება იყოს მხოლოდ ორგანიზატორი (რულეტი, ბლექჯეკი, კრეფსი) და ასევე მომსახურე მხარე (ტეხასური პოკერი, ომაჰა პოკერი, ბაკარა და ა.შ.). მსოფლიოს imageკაზინოების უმრავლესობაში ორი ტიპის სათამაშო დარბაზები არსებობს: ტრადიციული თამაშებისა და სათამაშო დარბაზები. მსოფლიოს კაზინოებში ყველაზე პოპულარული თამაშებია: რულეტი, ბლექჯეკი, პოკერი, ბაკარა, პუნტო–ბანკო, კრეფსი, სათამაშო ავტომატები და ა.შ.
დღეს კაზინოები ევროპის, აზიის, აფრიკის, ამერიკისა და ავსტრალიის მრავალ ქვეყანაში არსებობს, თუმცა ზოგან კაზინოები მაინც აკრძალულია. მათ შორისაა მექსიკა, თურქეთი, ნორვეგია, კვიპროსი (ბერძნული ნაწილი), image
ისრაელი, აზერბაიჯანი, ბრაზილია და ა.შ. ამერიკაში კი ყველაფერი შტატზეა დამოკიდებული, ზოგან კაზინოს გახსნა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია, მდინარე მისისიპიზე კი ხომალდებზე განლაგებული კაზინოები დაცურავენ, რადგან აქ კაზინოს ხმელეთზე არსებობა აკრძალულია.

0
165
3-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარი პეტრიაშვილი
ნოდარი პეტრიაშვილი
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0