x
image
K.P.
შორენა ბეგაშვილისა და მისი ქალიშვილის ფოტოს დიდი სკანდალი მოჰყვა
image
პოპულარული ტელეწამყვანი, მსახიობი და ფოტომოდელი შორენა ბეგაშვილი იმ ცნობილთაგანია, რომელთა შესახებაც საზოგადოებას ყოველთვის და ყველაფერი აინტერესებს.

სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. ამტკიცებს, რომ ბევრ ფოტოს საკუთარი კარიერიდან გამომდინარე ავრცელებს. დაუმსახურებელი კრიტიკა ძალიან აღიზიანებს.

სექსსიმბოლომ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა, რომელშიც ქალიშვილს, ევას ტუჩებში კოცნის. დედა-შვილის ამ ფოტომ საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა. როგორც ირკვევა ქართველთა ნაწილისთვის მიუღებელია დედა-შვილი ერთმანეთს ტუჩებში კოცნიდეს. მეორენი კი ამ ყველაფერში მიუღებელს ვერც ვერაფერს ხედავენ.image

შეგახსენებთ რომ, შორენა დაქორწინებული გახლდათ ბიზნესმენ დავით ბარბაქაძეზე. 17 წლის ასაკში შექმნილმა ოჯახმა ცხოვრების სირთულეებს ვერ გაუძლო.


შორენას მხოლოდ ერთი ქალიშვილი, 13 წლის ევა ჰყავს. ევაზე მხოლოდ დედა ზრუნავს. გოგონას მამასთანაც აქვს ურთიერთობა, თუმცა ფინანსურად ნაკლებად ეხმარება. გოგონა დედის მესაიდუმლეა, ერთმანეთს არაფერს უმალავენ და ცხოვრებისეულ ჭირსაც და ლხინსაც იზიარებენ. შორენას თქმით, ევა ის ერთადერთი ადამიანია, ვინც მის ცხოვრებაში მუდმივად რჩება და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. მსახიობს დატვირთული გრაფიკი აქვს, რის გამოც ქალიშვილს ყველგან თან დაატარებს, ცხადია, სადაც ეს შესაძლებელია. "ჩემი შვილი ჩემი ცხოვრების აზრია და მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ. ერთად დავდივართ მაღაზიებში, ვასეირნებთ ძაღლებს, ვსაუბრობთ. ვცდილობ, მივცე ქალური რჩევები და ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებაც გავუზიარო"-გვიამბობს შორენა.image

0
494
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
494
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0