x
აშშ-ს სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NASRO) წამომადგენლებსა და მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელებს შორის მუშა შეხვედრა გაიმართა.

imageდღეს, 4 ოქტომბერს აშშ-ს სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NASRO) წამომადგენლებსა და მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელებს შორის მუშა შეხვედრა გაიმართა.
აშშ-ს სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NASRO) წარმომადგენელთა ვიზიტის ფარგლებში, მანდატურებისათვის და მანდატურის სამსახურის თანამშრომლებისათვის ჩატარდება ტრენინგები. მოხდება გამოცდილების გაზიარება ქართველ და ამერიკელ მანდატურებს შორის სკოლებში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციული ღონისძიებების გატარების, მოძალადის გამოვლენისა და შესაბამისი ორგანოების დროულად ინფორმირებულობის საკითხებზე.
ტრენინგები მანდატურებს დაეხმარებათ, კიდევ უფრო ეფექტური გახადონ მუშაობა ძალადობისა და დანაშაულის აღკვეთაში და შესაბამისად, სკოლებში უსაფრთხო გარემოს განმტკიცებაში.imageimage

0
10
2-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0