საბუნებისმეტყველო კიდევ ერთი სენსაციური აღმოჩენა მარსზე 2015, 4 ოქტომბერი, 9:40 ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა ვნებათაღელვა NASA-ს სენსაციური საგანგებო განცხადების შემდეგ, როდესაც გვაუწყეს, რომ წითელ პლანეტაზე წყალი თხევად მდგომარეობაშია და შესაბამისად შესაძლებელია მარსზე სიცოცხლე იყოს, რომ ვირტუალურმა არქეოლოგმა ნიკით Paranormal Crucible-მა კიდევე ერთი აღმოჩენა გააკეთა, -მარზე აღმოაჩინა ჩონჩხი.
მარსზე ათასდღიანი ყოფნის დროს Curiosity -ის მიერ გადაღებული ფოტოებიდან ერთი დღეს გადაღებული 750 ფოტოდან ვირტუალურმა არქეოლოგმა შეამჩნია ქვიშაზე გართხმული ჩონჩხი, თავის ხერხემლით, თავის ქალით და კიდურებით. ![]() ![]() სურათი ფერებით გამოპყვეს და უფრო კონტრასტული გახადეს, რომ უფრო ნათლად გამოჩნდეს კონტურები. ![]() ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც Curiosity-ის გადაღებული საგნები ძალიან წააგავს ჩონჩხს. ჯერ კიდევ მარსზე დაჯდომიდან მე-16 დღეს "სპირიტმა" გუსევის კრატერში გადაიღო ფოტოები, სადაც აღბეჭდილია თავის ქალის მსგავსი ორი საგანი. ![]() ფოტოზე აშკარად იკვეთება ადამიანის თავის ქალის კონტურები.თვალის და ცხვირის ბუდეები, ქალის ქვედა ნაწილი ქვიშაშია ჩაფლული..ერთი ისაა, რომ თავის ქალას ზემოდან ბურთულა ადევს, რომელიც ნათურას მოგვაგონებს. -თავის ქალა აშკარად გამოიკვეთება ადგილობრივი ბუნებრივი ლანდშაფტიდან-ხაზს უსვამს მაიკლი-ის უფრო თეთრია და ათინათი დაჰკრავს, გამოიყურება როგორც ძვალი და არა ქვა. ფოტო NASA-ს ოფიციალურ საიტზე დევს. ![]() 1721 9-ს მოსწონს 1-ს არა
|