რელიგია ეშმაკით შეპყრობილი (ეგზორციზმი) 2015, 3 ოქტომბერი, 16:11 ეგზორციზმი არის დემონის განდევნა ადამიანისგან. ცნობილია ადრეულ ქრისტიანობაში მეორე საუკუნიდან. ეშმაკით შეპყრობილობის შესახებ დროთა განმავლობაში ყოველთვის იცვლებოდა და ისიც ცხადად ჩანს, რომ ცივილიზაციის სოციალური და კულუტურული ფონი დიდად განსაზღვრავს ეშმაკით შეპყრობილობის იდეას. კათოლიკური და ასევე მართლმადიდებელი ეკლესია ეშმაკის განდევნის ფაქტს აღიარებს. ადამიანი, რომელიც ახორციელებს ეგზორციზმს, ეწოდება ეგზორცისტი და ხშირად არის ეკლესიის წევრი, ან დაჯილდოებულია სპეციალური თვისებებითა და ძალით. ეგზორცისტი ბოროტი ძალის განდევნისთვის იყენებს ლოცვებს, რელიგიურ მატერიალებს, როგორიცაა ხატები, სიმბოლოები, ჟესტიკულაცია, თილისმა და ა.შ. ამ დროს იგი მოუწოდებს დახმარებისთვის ღმერთს, იესოს ან რამდენიმე ანგელოზს ან მთავარანგელოზს. 344 4-ს მოსწონს
|