x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2015 წლის მსოფლიო თასის მესამე მატჩში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ახალ ზელანდიას ღირსეულად ეომა და 10:43 დამარცხდა.


image


გუშინ(02.10.2015) საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს თასის მესამე ტურში

ახალ ზელანდიას დაუპირისპირდა. მოგახსენებთ, რომ ახალი ზელანდიის ნაკრები


რაგბში მსოფლიო რეიტინგის პირველ ადგილზეა. ღირსეულ ორთაბძოლაში

რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ნახევარი 22:10, ხოლო ძირითადი დრო

43:10 წააგო. მამუკა გორგოძე მატჩის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა. საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო შეხვედრას ნამიბიის ნაკრებს დაუპირისპირდება.


image

მიმოხილვა:


ურთიერთშეხვედრაში ანგარიში “ოლ ბლექსმა” ლელოთი მალევე გახსნა, მაგრამ მე-5 წუთზე მსოფლიო თასის დებიუტანტმა ბექა წიკლაურმა საპასუხო ლელო გაიტანა.

“ბორჯღალოსნებმა” მეტოქის შეცდომით ისარგებლეს, გიორგი ბეგაძისა და დავით კაჭარავას მიძალების შემდეგ ბექა წიკლაურმა ბურთს ფეხი ორჯერ გაკრა და მალაღურაძის გარდასახვით წონასწორობა აღდგა. ამაზე ზელანდიამ სწრაფი ლელოთი გვიპასუხა, მაგრამ ლაშა მალაღურაძემ ჯარიმით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა.


image


ამის შემდეგ მეტოქეების შეტება გახშირდა, ზელანდიელებმა ზედიზედ რამოდენიმე

ლელო გაიტანეს და პირველი ნახევარი 22:10 დასრულდა. მეორე ნახევარი კვლავ

ზელანდიელების უპირატესობით დაიწყო, ქართველებმა მეორე ნახევარში

ვერ მოახერხეს ქულის აღება, მაგრამ არც ზელანდიას მისცემ იმის უფლება, რომ

უფრო დიდი ანგარიშით დაემარცხებინათ საქართველოს ეროვნული ნაკრები.


image


ორთაბრძოლა ზელანდიის გამარჯვებით დასრულდა 43:10. ძალიან სასიამოვნო

ამბავი ის იყო, რომ ქართველი მორაგბე, გუნდის კაპიტანი მამუკა გორგოძე მატჩის

საუკეთესო მორაგბედ აღიარეს. ეს უკვე მოერედ ხდება მსოფლიო თასზე. მამუკა

გორგოძე ტონგასთან გამართულ ურთიერთშეხვედრაშიც საუკეთესო მოთამაშედ

აღიარეს.



image




სტადიონი: კარდიფი "მილენიუმის მოედანი"

მაყურებელი: 75 000


ახალი ზელანდია: 15. ბენ სმით, 14. ვაისაკე ნაჰოლო, 13. კონრად სმითი, 12. სონი-ბილ ვილიამსი, 11. ჯულიან სავეა, 10. დენ ქართერი, 9. არონ სმითი; 1. ვაიეთ ქროქეთი, 2. დეინ ქოულზი, 3. ჩარლი ფაუმუინა, 4. ბროდი რეთალიქი, 5. სემ ვაითლოქი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ (კაპიტანი), 8. ქიარან რიდი.


საქართველო: 15. ბექა წიკლაური, 14. გიორგი აფციაური, 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. კარლენ ასიეშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. გიორგი ჩხაიძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე (კაპიტანი), 8. ლაშა ლომიძე.
















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

7
145
17-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:alex999
alex999
145
  
2015, 3 ოქტომბერი, 12:00
:D:D ქალების უმეტესობა სპორტი ისედაც არ იზიდავს
2015, 3 ოქტომბერი, 11:58
აჰაა, აი მაგდენი კი არ ვიცოდი, ბავშვობიდან შორს ვარ სპორტიდან, არაფერი არ მიზიდავს :))
2015, 3 ოქტომბერი, 11:51
:D:D:D რაგბში კი კარგად ვართ, მაგრამ სავარაუდოთ ასეც მოხდებდა რადგან ახალი ზელანდიის ნაკრები მსოფლიო რეიტინგის მწვერვალზეა.
2015, 3 ოქტომბერი, 11:49
ცოცხალი კურიოზი ჰქვია ამას რაც დამემართა, რაგბში ვიცი რომ ძლიერები ვართ, ეს რათ დაგვემართა? :(( ისე სპორტი და მე ძალიან შორს ვართ :)) (ვიმართლე თავი) :D :D
2015, 3 ოქტომბერი, 11:47
მადლობააა
2015, 3 ოქტომბერი, 11:47
:D რაგბია მაკუშ
2015, 3 ოქტომბერი, 11:42
არა რაა, ფეხბურთისთვის არაა ქართველი დაბადებული :)) მერამდენედ... (გავაზიარე)
0 1 7