ვებ ტექნოლოგიები და ინტერნეტი Skype–ის ახალი სერვისი-სინქრონული თარგმანი 2015, 3 ოქტომბერი, 9:40
ამის შემდგომ Skype–ი საუბარს რეალურ დროში გადათარგმნის.ეს საშუალებას მისცემს ადამიანებს გადალახონ ენობრივი ბარიერი და უფრო კომინიკაბელურები იყვნენ.
როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს თავიდან სერვისი 6 ენაზე იქნება ხელმისაწვდომი:ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური, იტალიური და ჩინური. Skype Translator–ი გამოიყენებს ხმის ამოცნობის ტექნოლოგიას და რეალურ დროში სინქრონულად თარგმნის მას.აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია თვითონ ამოიცნობს ენას. კომპანია აგრეთვე გაუშვებს ტექსტური შეტყობინების ავტომატურ თარგმანს, რომელიც 50 ენაზე იქნება შესაძლებელი. სერვისის გამოყენება შესაძლებელი იქნება Windows 7, Windows 8 და Windows 10-ზე. მომავალში Microsoft-ი გეგმავს დაამატოს თარგმანის ღილაკი აუდიო და ვიდეოზარებზე. 197 6-ს მოსწონს
|