შოუბიზნესი თინა მახარაძე ''რუსთავი 2"-ში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება: "ერს ვულოცავ დაყადაღებულ თავისუფალ აზრს" 2015, 2 ოქტომბერი, 14:54
თინა მახარაძე ამჟამად ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება. "ერი, რომელიც ვერ ხვდება, რომ ღმერთი არად დაგიდევს, კარაქი და მაიონეზი სამარხვოა თუ არა და პროდუქტების შემადგენლობისა და სიის მიხედვით არ გიწერს "ფრიადს", "დამაკმაყოფილებელს" ან ჩათვლას, ერი, რომელიც აქეთ რხევის ამპლიტუდას აპკსა და ანუსს შორის ზომავს და იქით ავადმყოფს საწოლში ტყნავს, ერი, რომელსაც სჯერა მოსკოვის, რომელსაც, თავის მხრივ, არ სჯერა ერების ცრემლების, ერი, რომელიც არ თესავს და მომკვას ელოდება, ერი, რომელსაც სჯერა უფასო ფულის, ბუნებრივია, რომ სულ იქნება ისეთი ერი, რისიც თვითონ სჯერა. უფასო ერი. ასეთ ერს ვულოცავ დაყადაღებულ თავისუფალ აზრსა და სიტყვას, გრაფიკით მიწოდებულ ელექტრო ენერგიას, შიმშილს, გაჭირვებას, სიბნელეს, გაზრდილ კრიმინალს, "დე" დაუმდგარ კრიმინალიზაციას, გაუნათლებლობას, თვალსაწიერის არქონას, მსოფლიოს აქტიური რადარებიდან გაქრობას, ნარუშილოვკების სიმრავლეს, სინდისის სიმცირეს, გაუფასურებულ ფულსა და უფასო ერად დაღზევების მეოთხე წელიწადს"-წერს მსახიობი "ფეისბუქის" პირად გვერდზე. 834 4-ს მოსწონს
|