სხვა 25 წლის დედა მოკლა სატვირთომ, როდესაც მას ბავშვი გადაჰყავდა გზაზე ეტლით 2012, 25 მაისი, 19:39 ახალგაზრდა დედა მოკლა სატვირთომ, როდესაც ის გზაზე გადადიოდა და ხელი კრა შვილის ეტლს ბავშვის გადასარჩენად. Dawn Grave-ი მიდიოდა მაღაზიაში რძის საყიდლად, მანჩესტერში, მის ვაჟიშვილთან ერთად, როდესაც მას დაეჯახნენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ სატვირთო ბავშვს ეჯახებოდა და სწორედ ამ დროს დედამ ხელი კრა ეტლს და ტროტუართან მისწია, თვითონ კი დაიღუპა. ადგილი, სადაც ეს საზარელი ინციდენტი მოხდა არის საშიში მოსახვევი, ასე საუბრობენ ამ ადგილზე იქ მცხოვრებლები და მიაჩნიათ, რომ იმ მოსახვევში არ უნდა იყოს ტრანსპორტით მოძრაობა დასაშვები. 33 2-ს მოსწონს
|