ასტროლოგია ნასამ მარსზე გამდინარე წყალი აღმოაჩინა! 2015, 1 ოქტომბერი, 19:29 აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის საერთაშორისო სამმართველოს, ნასას
განცხადებით, მარსზე აღმოჩენილია გამდინარე, მლაშე წყალი. გავრცელებული
ინფორმაციით, თბილ თვეებში მარსზე მარილიანი წყალი მიედინება. ამას წინათ
წითელ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობასთან დაკავშირებით რამოდენიმე მტკიცებულება არსებობდა, ერთ-ერთი მათგანი იყო ყინული.
ახლა გამდინარე წყალი ნამდვილად შოკისმომგვრელ აღმოჩენად ითვლება. ამ უკანასკნელ აღმოჩენასთან ერთად, ნასამ წითელ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის გამოკვლევების გაფართოვებას უფრო სწრაფ ტემპში გეგმავს. ნასას ოფიციალურ ტელევიზიაზე, მეცნიერების განცხადებით პლანეტაზე მიმდინარეობს კვლავ დაკვირვებები, გამდინარე წყალი ისევ მოძრაობს! მეცნიერების განცხადებით, თბილ თვეებში ჩნდება შავი ვიწრო ნაკადი, რომელიც შემდეგ თვეებში ისევ ქრება. მკვლევარების განცახდებით, მარსზე დაკვირვებები 2006 წლიდან ძალიან მტკიცებ მიმდინარეობდა, ერთ-ერთი თანამგზავრის მეშვეობით, რომელიც უკვე 10 წელია მარსს ათვალიერებს წყლის არსებობა დამტკიცებულია. წყლის აღმოჩენამ შესაძლოა მარსე სიცოცხლის არსებობას ჩაუყაროს საფუძველი, მაგრამ ჯერ-ჯერობით უცნობია, არის თუ არა სიცოცხლე მარსზე? ან როდის იქნება ბოლომდე მარსის გამოკვლევის საშუალება.... მსოფლიო ამ განცხადებას მოუთმენლად ელოდა! ნასას ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე დაიდო საინტერესო კითხვა: "აღმოჩენილია თუ არა მარსის საიდუმლოება?" ამ შეკითხვის შემდეგ, მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდებოდა ნასას ოფიციალურ განცხადებას. რამოდენიმე საათის წინ კიდევ გამოქვეყნებული იყო შემდეგი პოსტი: "წითელ პლანეტაზე საოცარი აღმოჩენა გავაკეთეთ"! ნასამ ოფიციალური განცხადება 50 მილიონი ადამიანის თანდასწრებით გააკეთა. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 199 7-ს მოსწონს 1-ს არა
|