სხვა მკვლელობა პრეზერვატივის ქურდობისთვის 2015, 1 ოქტომბერი, 15:42 გასულ კვირას გერმანიაში მცხოვრები პაკისტანელების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მამამ საკუთარი ქალიშვილი მოკლა მაღაზიიდან პრეზერვატივის მოპარვისთვის. როგორც მოკლულის და ამბობს, ბოლო პერიოდში გოგონა სახლში აღარ ათევდა ღამეს და თავსაფარის ტარებაზეც უარი თქვა. როდესაც პოლიციიდან უწყება მოვიდა, სადაც ეწერა, რომ ჩემი და პრეზერვატივის მოპარვის მცდელობისას დააკავეს, ცხადი გახდა, რომ მას სექსუალური კავშირი ჰქონდა შეყვარებულთან, რომლის წინააღმდეგიც ჩვენი მშობლები იყვნენ, მათ სურდათ თავიანთი შერჩეული ყმაწვილისთვის მიეთხოვებინათ ჩემი და პაკისტანში. გაგუდვის მერე მშობლებმა გვამი სახლიდან მოშორებით დატოვეს. 138 შეფასება არ არის
|