გეი — ინგლისური ზედსართავი სახელია, რომელიც თავდაპირველად „უდარდელს“, „მხიარულს“, „კაშკაშას“ და „თეატრალურს“ აღნიშნავდა.
თუმცა, თანამედროვე ინგლისურ ენაში ამ სიტყვას იყენებენ, როგორც არსებით ან ზედსართავ სახელს, რომელიც ერთსქესიან სექსუალურ ორიენტაციას — ჰომოსექსუალობას გამოხატავს. ქართულ ენაში ეს ტერმინი გამოიყენება მხოლოდ როგორც არსებითი სახელი და მხოლოდ ჰომოსექსუალი მამაკაცის აღნიშვნისთვის.