სხვა მასტურბაცია 2015, 1 ოქტომბერი, 3:04 მასტურბაცია (ონანიზმი) – პიროვნების სასქესო ორგანოების სექსუალური სტიმულაციაა, რომელიც მიზნად ისახავს სტიმულაციის შედეგად ორგაზმს. სექსუალური სტიმულაცია შეიძლება შესრულდეს თვითონ ადამიანის მიერ ხელით, სხვადასხვა ნივთებით, სხვა ადამიანის, ან ადამიანების დახმარებით. თვითმასტურბაცია მასტურბაციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა და აუტოეროტიციზმის ნაწილია. სიხშირით აგრეთვე ძალზედ გავრცელებულია ორმხრივი მასტურბაცია, რომელიც ხდება პარტნიორებს შორის და არაპენეტრირებადი სექსის ფორმას წარმოადგენს.კვლევებმა ცხადჰყო, რომ მასტურბაცია ძალზედ გავრცელებულია ორივე რეპროდუქციული ასაკის ფარგლბში. ცნობილია მასტურბაციის გარკვეული დადებითი მახასიათებლები და უცნობია მისი კავშირი რომელიმე ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ აშლილობასთან. მასტურბაციის ტექნიკა და მახასიათებლები ქალში და მამაკაცში მსგავსია, თუმცა მასტურბაციის სპეციფიკა არის ნაწილობრივ განსხვავებული. მასტურბაციის თანმხლებია ხშირად პორნოგრაფიის ყურება, კითხვა, ან სექსუალური ფანტაზიების წარმოსახვა, მასტურბაციას ხშირად რიტუალური ხასიათი აქვს. მასტურბაციის დროს მნიშვნელოვანია პარაფილიების და ფეტიშიზმის როლიც. ადამიანი მასტურბაციის დროს შეიძლება იყენებდეს სხვადასხვა ნივთებს მაგალითად საპირისპირო სქესის ტრუსს, ლიფს, ფეხსაცმელს და ა.შ. 2511 2-ს მოსწონს |
ადრე ქემაინც ცნობილი იყო რო ხელის გულებზე ბალანი ამოდიოდა და თავს იკავებდენ :-)))