სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე ავარიაში მოყვა. როგორც ირკვევა ვაშალომიძეს გზის გადასასვლელზე მოსახვევიდან სწრაფად გამოსულმა მსუბუქმა ავტომობილმა დაარტყა. რის შედეგადაც ფოტო მოდელს მუხლი რამდენიმე ადგილას დაუზიანდა და სასწრაფოდ საავადმყოფოში მოათავსეს. ფოტომოდელ თამო ვაშალომიძეს მუხლზე ორი ნაკერ დაადეს.