x
image
merabi11
რვა აკრძალული შეკითხვა

imageსაყვარელ ადამიანს არ უნდა ჰკითხოთ შემდეგი:
1. ეს კაბა მასუქებს?
ყველაზე საშინელი კითხვაა, რომელიც შეიძლება დაუსვათ მამაკაცს. გახსოვდეთ! ყველას უყვარს თავდაჯერებული ქალები. ეს კითხვა კი თქვენ თავდაუჯერებლობას წარმოაჩენს, ის შეგიძლიათ დაუსვათ დედას, დას, დაქალს ან პირად სტილისტს.
2. რაზე ფიქრობ?
ყველაზე გავრცელებული პასუხი ამ კითხვაზე არის-„არაფერზე“. ზოგჯერ ადამიანებს ახასიათებთ ერთდროულად ყველაფერზე და არაფერზე ფიქრი. ამ კითხვის ხშირად გამეორება მიუთითებს, რომ თქვენ გაღიზიანებთ მისი სხვაგან მიმართული მზერა ან გსურთ მისი ფიქრების დამორჩილებაც.
3. რომელ ჩემ დაქალს აკოცებდი?
მეტად გამაღიზიანებელი კითხვაა, რადგან ყველანაირი პასუხი ნაკლებად გესიამოვნებათ: თქვენ უბრალოდ გსურთ მოისმინოთ პასუხად: მილიონ დოლარადაც არც ერთს არ ვაკოცებდი.“მაგრამ ზოგჯერ მამაკაცებს ტყუილის თქმა არ უყვართ.
4. რამდენი შვილი ვიყოლიოთ?
გსურთ დაინახოთ როგორ გარბის ძვირფასი ადამიანი თქვენგან? არა? დაივიწყეთ ეს კითხვა და მოეშვით. უკიდურეს შემთხვევაში ურთიერთობის საწყის ეტაპზე, სანამ ნიშნობას გადაწყვეტთ და საკუთარ გრძნობებში სრულად დარწმუნდებით, უბრალოდ დატკბით გარკვეული გაურკვევლობით და საყვარელ ადამიანთან ყოფნით.
5. ავტოავარიაში, რომ მოვყვე, რამდენ ხანში წამოიწყებ ახალ რომანს?
თავად რამდენი ხანი დაელოდებით, ღმერთმა დაიფაროს, თუ დაიღუპება? იქნებ ოცნების მამაკაცი სასაფლაოდან გამოსვლისას შეგხვდეთ? სიყვარულში ვერაფერს იწინასწარმეტყველებ. ამასთან მამაკაცებს არ მოსწონთ, როცა თავს მსხვერპლად უმიზეზოდ წარმოაჩენთ.
6. „კაცების“ წვეულებაზე ჩემი სტუმრობა ხომ არ გაგანაწყენებს?
რა თქმა უნდა ის განაწყენდება. მამაკაცებს თავისი საქმეები და საუბრის თემები აქვთ. ზოგჯერ უმჯობესია ისინი არ იცოდეთ. წარმოიდგინეთ ის ქალების თავყრილობაზე, როგორ ისმენს თქვენ ჭორაობას?!..
7. სულ ამ გოგონას რომ უყურებ, მოგწონს?
ეს კითხვა ისევ თქვენ თავდაუჯერებლობას გასცემს, რაც არასექსუალურია. ის თქვენთანაა და არა მის გვერდით, ამიტომ ნუ ეჭვიანობთ წვრილმანების გამო და არაფრისგან პრობლემებს ნუ ქმნით.
8. რამდენი ქალი გყოლია ჩემამდე?
ნამდვილად გსურთ ამ კითხვაზე პასუხის მოსმენა? ამით რას მიიღებთ? წარსულს ვერ შეცვლი და ვერ წაშლი. ყველა ადამიანს აქვს ბნელი კუნჭული. ამიტომ ნუ უბიძგებთ მას სასიამოვნო ან უსიამოვნო მოგონებისკენ. დატკბით არსებული რეალობით.

0
199
1-ს მოსწონს
ავტორი:merabi11
merabi11
199