სხვა მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი 25 მეგა პროექტი 2015, 30 სექტემბერი, 14:09 ამ სტატიაში გაგაცნობთ მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავ 25 მეგა პროექტს.
1. პანამის არხის გაფართოება. დასრულების დრო: 11 წელი ღირებულება: 5, 25 მილიარდი დოლარი 77 კილომეტრის სიგრძის პანამის არხი 1914 წლიდან არის მოქმედებაში. ბოლო წლებში გემების ტევადობის საკითხი ჩამოვარდა, აქედან გამომდინარე არხის გაფართოვების პროექტი შეიმუშავეს. არხი 6 კილომეტრით უფრო იზრდება, ამ მეგა პროექტის დასასრულებლად 2016 წელს ვარაუდობენ. 2. პორტ მანის ხიდი. ამერიკის შეერთებული შტატები დასრულების დრო: 6 წელი ღირებულება: 1. 930 მილიარდი დოლარი 2012 წელს გახსნილი ხიდი, ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დიდი ხიდია. ხიდის გამძლეობას 288 ტროსის კაბელიც იცავს. 3. სამი ხეობის კაშხალი, ჩინეთი დასრულების დრო: 17 წელი ღირებულება: 22 მილიარდი დოლარი მსოფლიოს ყველაზე დიდი კაშხალი, უკვე წარმოგიდგენიათ თუ რამდენი ბეტონი იქნება ჩასხმული? ჩინეთში მდინარე იანგზტეზე გაშენებული კაშხლის სიგრძე 2.3 კილომეტია, სიგანე 40 მეტრი, ხოლო სიმაღლე 180 მეტრია. კაშხალი სპეციალურად ელექტრო ენერგიის მოსაპოვებლად არის დამზადებული. 4. მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატები დასრულების დრო: 7 წელი ღირებულება : 3.8 მილიარდი დოლარი 11 სექტემბერს ჩამონგრეული ტყუპების კოშკის შემდეგ, აშენდა უდიდესი ცათამბჯენი. 541 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენი, აშშ-ს ყველაზე მაღალი შენობის სტატუსითაც სარგებლობს. 5. აიჟაის ხიდი, ჩინეთი დასრულების დრო: 5 წელი ღირებულება: 600 მილიონი დოლარი 2012 წელს გახსნილი ხიდი მსოფლიოს ყველაზე მაღალი ხიდი ითვლება, ხიდი ორ გვირაბს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი სიგრძე 1.2 კილომეტრია, ხოლო სიმაღლე 366 მეტრაა. 6. მარმარაის პროექტი, თურქეთი დასრულების დრო: 9 წელი ღირებულება: 4.5 მილიარდი დოლარი 2013 წელს გახსნილი გვირაბის სიგრძე 73 კილომეტრია. გვირაბი სტამბულს აერთიანებს ევროპასთან და აზიასთან. გვირაბის ერთ-ერთი შტამბეჭდავი თვისება ის არის, რომ რამოდენიმე კილომეტრის განმავლობაში წყალქვეშ გიწევთ მგზავრობა. 7. FFA-ს გრადიოზული სტადიონი, საფრანგეთი დასრულების დრო: 4 წელი ღირებულება: 552 მილიონი დოლარი სტადიონის აშენება იგეგმება საფრანგეთის სამხრეთით. ეს არის რაგბის სტადიონი, რომლის ტევადობაც 82 000 იქნება. სტადიონს ექნება პორტატიული მრავალფუნქციური დანიშნულება, მათ შორის მოძრავი სახურავიც. 8. ჟუბაილის სამრეწველო ქალაქი, საუდის არაბეთი დასრულების დრო: 10 წელი ღირებულება: 11 მილიარდი დოლარი საუდის არაბეთის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე 1970 წლიდან იგეგმება სამრეწველო ქალაქის აშენება, რომლის ფართობიც 20კმ კვადრატია. ამ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ნავთობქიმიური, ალუმინის და სამსხმელო მრეწველობის დანადგარების აშენება, ანუ ქალაქი მთლიანად იქნება ინდუსტრიული. 9. ლიუჩონგის ხიდი, ჩინეთი დასრულების დრო: ჯერ უცნობია ღირებულება: ჯერ უცნობია ხიდი გაიხსნა 2013 წელს. ხიდის სიგრძე 537 მეტრია, ხოლო სიმაღლე მდინარე ლიუჩონგიდან 335 მეტრია, ხიდი მსოფლიოს ყველაზე მაღალი მეორე ხიდია. ასევე აქვს ძალიან ლამაზი ხედი. 10. ლონდონის მიწიქვეშა გვირაბის რესტავრაცია, ინგლისი დასრულების დრო: 11 წელი ღირებულება: 23 მილიარდი დოლარი მსოფლიოს უპირველესი მეტროს ქსელი კვლავ ფართოვდება. ლონდონის მეტრო გაიხსნა 1863 წელს და დღემდე ყოველწლიურად თითქმის უფრო და უფრო ვითარდება. ლონდონის მეტროს, ახალი მეგა პროექტის თანახმად ემატება 42 კილომეტრის რკინიგზა და 10 ახალი მეტროსადგური, ასევე 40 მეტროს სადგურიც ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული. 11. ჰაიდარაბადის მეტრო, ინდოეთი დასრულების დრო: 14 წელი ღირებულება: 2 მილიარდი დოლარი ახალი მეგა პროექტი ინდოეთში იგეგმება მეტროს სადგურთან დაკავშირებით 73 კილომეტრიან მეტროს მოდერნიზაციისთვის საჭიროა 14 წელი და 2 მილიარდი დოლარი. გეგმის თანახმად 73 კილომეტრიან მეტროში ყოველ კილომეტრზე მეტრო-მატარებელი გაჩერდება, ასევე ყოველ 5 წუთში ერთხელ მორიგი მეტრო-მატარებელი მოახდენს მგზავრების გადაყვანას. 12. ჟუჰაი-მაკაოს ხიდი, ჩინეთი დასრულების დრო: 7 წელი ღირებულება : 10, 6 მილიარდი დოლარი ეს ხიდი ერთმანეთთან დააკვშირებს ჰონგ-კონგს და ჩინეთს. 26 კილომეტრიან ხიდის 6.5 კილომეტრი გვირაბისგან შედგება, ამ სასწაულებრივი მეგა პროექტის ღირებულება 10.6 მილიარდი დოლარია. 13. სონგჯიანგის სასტუმრო, ჩინეთი დასრულების დრო: 2 წელი ღირებულება: 538 მილიონი დოლარი 100 მეტრის სიმაღლის 19 სართულიან სასტუმროს ულამაზესი ხედი აქვს. როგორც ფოტოსიც ხედავთ სასტუმრო აშენებულია წყალზე. საოცარი სილამაზის სასტუმრო ძალიან მალე გაიხსნება. 14. რუსკი ხიდი, რუსეთი დასრულების დრო: 4 წელი ღირებულება: 1 მილიარდი დოლარი ხიდი გაიხსნა 2012 წელს და დღემდე მსოფლიოს ყველაზე გრძელი ხიდია. მისი სიგრძე 3 კილომეტრია. 15. ეტიჰადის რკინიგზა, არაბთა გაერთიანებული საემიროები(ემირატები) დასრულების დრო: ჯერ უცნობია ღირებულება: 11 მილიარდი დოლარი 1200 კილომეტრიანი სარკინიგზო ქსელი, რომელიც დუბაის დააკავშირებს ყატართან, საუდის არაბეთთან, ომანთან, ბაჰრეინთან და კუვეითთან. 16. ელ მაკტოუმის საერთაშორისო აეროპორტი, დუბაი დასრულების დრო: 20 წელი ღირებულება: 31 მილიარდი დოლარი აეროპორტი გაიხსნა 2010 წელს, მაგრამ მისი განახლება მაინც იგეგმება. გეგმის თანახმად აეროპორტი ყოველწლიურად 220 მილიონზე მეტ ადამიანს და ასევე 100 Airbus A380-ს ერთდროულად უმასპინძლებს. 17. პეკინის საერთაშორისო აეროპორტი, ჩინეთი დასრულების დრო: 5 წელი ღირებულება: 13 მილიარდი დოლარი ეს აეროპორტი იქნება მსოფლიოში უდიდესი, მისი ერთი ნაწილი 2018 წელს, ხოლო მთლიანიად 2025 წელს იქნება მზად. 7 ასაფრენიანი აეროპორტი ყოველწლირად 100 მილიონ ადამიანს უმასპინძლებს. 18. ბერტას გვირაბის მთხრელი, აშშ დასრულების დრო: 2 წელი ღირებულება: 80 მილიონი დოლარი 100 მეტრის სიგრძის გვირაბ-მთხრელი 7000 ტონას იწონის. გვირაბის მთხრელი 2013 წლიდან გაჭედილია ერთ-ერთ გვირაბში. 19. ახალი საუკუნის გლობალური ცენტრი, ჩინეთი დასრულების დრო: 3 წელი ღირებულება: ჯერ უცნობია New Century Global Centre-ის ფარტობი არის 1.66 კილომეტრი კვადრატი. მეგა პროექტის ღირებულება ჯერ უცნობია. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ახალ გლობალურ ცენტრში იქნება მაღაზიები, რესტორნები, აკვა-პარკები და სხვა ბევრი გასართობი. 20. ატლანტა ფალკონის სტადიონი, აშშ დასრულების დრო: 3 წელი ღირებულება: 1.2 მილიარდი დოლარი შესაძოა უკვე ძალიან ბევრ სტადიონს ჰქონდეს მოძრავი სახურავი, მაგრამ ეს განსხვავებული და ძალიან ძვირიანია. სტადიონის გახსნა იგეგმება 2017 წლისთვის, მოძრავი სახურავი პროცესს სავარაუდოდ 8 წუთში შეასრულებს, რაც ტექნოლოგიების განვითარების კიდევ ერთი დამამატკიცებელი საბუთია. 21. შანგაის კოშკი, ჩინეთი დასრულების დრო: 8 წელი ღირებულება: 2.4 მილიარდი დოლარი 632 მეტრის სიმაღლის კოშკი იქნება, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მეორე კოშკი. კოშკს მოძრაობისგან დაიცავს სპეციალური ტანკერები, კოშკში იგეგმება სასტუმროების და კაფეებიც. 22. ხიდის ყურე აღმოსავლეთ აშშ-ში დასრულების დრო: 12 წელი ღირებულება: 6.4 მილიარდი დოლარი ეს არის სან-ფრანცისკოს ხიდი, რომლის რესტავრაციაც უკვე დაწყებულია. ხიდი არის მსოფლიოს ყველაზე განიერი ხიდი. 23. 520 სამარშუტო ხიდი, აშშ დასრულების დრო: 5 წელი ღირებულება: 2 მილიარდი დოლარი სიეტლში მშენებარე ხიდი, 2.35 კილომეტრის სიგრძით მსოფლიოს ყველაზე გრძელი მცურავი ხიდი იქნება. 24. სქაითრიი, იაპონია დასრულების დრო: 4 წელი ღირებულება: 806 მილიონი დოლარი 2012 წელს გახსნილი კოშკი არის მსოფლიოს ყველაზე მაღალი, დაუცველი კოშკი. მისი სიმაღლეა 634 მეტრი. (დუბაის ბურჯი არ არის გათვალისიწნებული, რადგან ის შენობად არის ცნობილი) 25. ვერცხლის ლაინი, აშშ დასრულების დრო: 8 წელი ღირებულება: 6.8 მილიარდი დოლარი 18.8 კილომეტრიანი რკინიგზის ხაზი 2014 წელს გაიხსნა, რომელსაც აქვს 5 სადგური. მისი მეორე ნახევარი გაიხსნება უახლოეს მომავალში, რომელსაც დაემატება 18.3 კილომეტრი და 6 სადგური. ეს რკინიგზა ასევე ვაშინგტონის აეროპორტთან იქნება დაკავშირებული. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 2095 9-ს მოსწონს
|