x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
ამ სკოლაში გენიალური მეთოდი მოიფიქრეს ბავშვებისთვის კითხვის შესაყვარებლად

image
ყველა ბავშვი განსხვავებულია. ზოგიერთ მათგანს ერთი წუთიც კი არ შეუძლია ერთ ადგილზე გაჩერება, რათა წიგნი წაიკითხოს - ხშირად ეს ყველაზე რთული ამოცანაა მშობლებისთვის. თუმცა ისეთი ბავშვებიც არსებობენ, წიგნებს რომ ვერ შორდებიან. სამაგიეროდ სპორტისგან ძალიან შორს არიან და მთელ დღეს დამჯდარი ატარებენ. მეთოდი, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, ამ ორ უკიდურესობას ერთმანეთში აერთიანებს და ძალიან კარგ შედეგს იძლევა.

ერთხელ, სკოტ ერტლი სპორტულ დარბაზში ველოტრენაჟორზე ვარჯიშის დროს წიგნს კითხულობდა. რამდენადაც ის ძალიან დაკავებული იყო, ეს ერთადერთი გზა იყო ვარჯიშიც და კითხვაც მოესწრო. ერტლი კონსულტანტად მუშაობს უორდის (ჩრდილოეთ კაროლინა, აშშ) დაწყებით სკოლაში და აზრად მოუვიდა, გამოეყენებინა ეს ხერხი ბავშვების წავლების დროსაც. სკოლის დირექტორმა ამ იდეას მხარი დაუჭირა.
image

ექსპერიმენტის დასაწყისში კლასში მხოლოდ ერთი ტრენაჟორი ჰქონდათ, რომელიც სულ მალე ძალიან პოპულარული გახდა.

დიდი ძალისხემვის შედეგად სკოტმა შეძლო შეეგროვებინა საკმარისი ტრენაჟორები მთელი კლასის აღჭურვისათვის. მასწავლებლებმა დაიწყეს 15-20 წუთიანი გაკვეთილების ჩატარება ტრენაჟორებით აღჭურვილ კლასში, სადაც მოსწავლეებს შეეძლოთ წიგნის წაკითხვა.

ბავშვებს ასეთი გაკვეთილები ძალიან მოეწონათ - მათ მეტი კითხვა და მოძრაობა დაიწყეს. ტესტირებამ კი აჩვენა, რომ ბავშვებში კითხვის ტემპმა საგრძნობლად მოიმატა და რაც მეტ დროს ატარებენ ტრენაჟორზე, მით უფრო სწრაფად კითხულობენ.

მსგავსი ექსპერიმენტები ახლაც წარმატებით მიმდინარეობს სხვა სკოლებში. ამისათვის გამოიყენება არა მხოლოდ ველოტრენაჟორები, არამედ სარბენი ბილიკები და ფიტნესის ბურთებიც, რომლებიც სკამის მაგივრობას სწევს.


გარდა საგანმანათლებლო ეფექტისა, ამგვარი გავეთილები ფიზიკურად ნაკლებად განვითარებულ ბავშვებს ეხმარება გაიუმჯობესონ ფიზიკური ფორმა. ყოველ ბავშვს შეუძლია მისთვის სასურველი დატვირთვის რეჟიმი დააყენოს და რაც მთავარია, არავითარ შეჯიბრს არა აქვს ადგილი, არ არის გამარჯვებული და დამარცხებული.

image




1
769
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
769
  
2015, 30 სექტემბერი, 14:18
მოძრაობის დროს კითხვა, არა მგონია მხედველობის ორგანოეზე უარყოფითად არ მოქმედებდეს. ვფიქრობ, ვიდრე ამ მეთოდს გამოიყენებემ მშობლები, ოფთალმოლოგთან უნდა გაიარონ კონსულტაცია.
0 1 1