ქალი და მამაკაცი ბარბი გაიზარდა 2015, 30 სექტემბერი, 1:26 ბარბის სახლს ახალი აქსესუარი შეემატა: ჰიგიენური საფენები. შემქმნელები ამაში უცნაურს ვერაფერს ხედავენ: ქალის ცხოვრების უნიშვნელოვანესი, ჯანმრთელი და ბუნებრივი პროცესია და რატომ უნდა იყოს ტაბუირებული? ხოლო მშობლებს ამით უფრო გაუადვილდებათ შვილებთან საუბარი ამ და სხვა ინტიმურ თემებზე. მათ უნდა აუხსნან ქალიშვილებს, რომ მენსტრუაციაში არაფერია საშიში და უჩვეულო, რადგან ხშირად პირველი სისლდენა მოზარდებში შეშფოთებას და ტრავმას იწვევს. საფენებს თან მოჰყვება კალენდარი და სხვა ჰიგიენური საშუალებანი. ასე რომ, ბარბი ამიერიდან იცხოვრებს ისე, როგორც ყველა ნორმალური ქალი და მის ცხოვრებაშიც მოხდება ის, რაც ჩვეულებრივ ხდება ყველა ქალის ცხოვრებაში, დასძენს დიზაინერი. 98 შეფასება არ არის
|