ქალის ჯინსების უნიკალური მოდელი “ანტიმოძალადე” შეიქმნა, შარვლის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი მოძალადისგან თავდაცვის ფუნქციითაა აღჭურვილი.
სულ რაღაც 22
რუპიის ღირებულების ჯინსი აღჭურვილია მინიატურული ელექტონული მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს საგანგაშო სიგნალის გადაცემას პოლიციის უახლოეს განყოფილებაში. ასევე ინფორმაციის სახით ხდება იმ ქალბატონის ადგილსამყოფელის გადაცემა, რომელიც საფრთხეშია. იმ მოწყობილობებით, რომლებიც საჭიროა მსხვერპლის აღმოსაჩენად, უკვე აღჭურვილია პოლიციის ორასამდე განყოფილება.