სხვა ბარბაროსები 2015, 30 სექტემბერი, 1:14 ბარბაროსებს რომში გერმანელების სახელით იცნობდნენ. „ძველი გერმანელები“ – ეს არის საერთო, ზოგადი სახელი ყველა იმ ბარბაროსი ტომისა, რომელიც ცხოვრობდა რომის საზღვრებთან ან უფრო შორს, რაინის შესართავიდან ბალტიისპირეთამდე. ამ ტომების რაოდენობა რამდენიმე ათეულს ითვლიდა. მათში ჯერ კიდევ გვაროვნულ-თემური წყობილება ბატონოდბა. ძველ გერმანელებში ტომის საქმეებს სახალხო კრება ან უხუცესები წყვეტდნენ. თითოეულ ტომს ჰქონდა თავისი ადათ-წესები, ჰყავდა მფარველი ღვთაებები, ჰქონდა თავისებური, ბარბაროსული სამართალი. ძველი გერმანელები, განსაკუთრებით ისინი, ვინც იმპერიის საზღვრების სიახლოვეს ცხოვრობდნენ, ბევრ რამეს სწავლობდნენ რომაელებისგან. ამასთან, შურითა და სიხარბით უყურებდნენ რომაულ პროვინციებს. რომაელთა გაბატონებას ძველი გერმანელები ვერ ეგუებოდნენ. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ახალი წელთაღიცხვის დასაწყისში ერთ-ერთი გერმანული ტომის ხერუსკების ბელადის, არმინიუსის მეთაურობით აჯანყდნენ ბარბაროსები რომაელების წინააღმდეგ, ტევტობურგის ტყეში დაამარცხეს რომაელთა სამი ლეგიონი და განდევნეს ისინი თავიანთი სამშობლოდან. ამის შემდეგ რომი იძულებული გახდა თავდაცვაზე გადასულიყო. 533 2-ს მოსწონს
|