x
image
ბუბუ007
4 ნივთი წარსულიდან, რომელთა დანიშნულებაც რთულად აღსაქმელია

სხვადასხვა ნივთები, წარსულში სხვადასხვა მიზნით გამოიყენებოდა: მათ უმეტეს ნაწილს სამედიცინო დანიშნულება ჰქონდა, ზოგს - საყოფაცხოვრებო, სხვების ფუნქცია კი სრულიად გაუგებარი და აბსურდული მოგეჩვენებათ, თუმცა ყველა მათგანს აერთიანებს ერთი რამ: ისინი შემზარავი შესახედაობისა და ჩვენში ზიზღს იწვევს.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა 4 უცნაური ნივთი წარსულიდან

1) ოფთალმოტროპი - მოწყობილობა, რომელიც ზუსტად აჩვენებდა თვალების მოძრაობასა და ზოგადად, მხედველობის სისტემას ადამიანის ორგანიზმში

ზოგადად, ეს თვალის კაკლების უბრალო მოდელია. თვალის კაკლები მოძრაობაში მოდის თვალის კუნთების საშუალებით, ხოლო ამ კუნთების როლს მოდელში 6 მავთული ასრულებს, რომლებიც მიმაგრებულია თვალის კაკლის სხვადასხვა ადგილზე. ყველა მავთულია გაწონასწორებულია პატარა გირების საშუალებით.

image

2) საფოსტო ყუთი

საფოსტო ყუთების გამოყენება წერილების გაცვლის მიზნით პირველად მეზღვაურებმა დაიწყეს XVI საუკუნეში. სანაოსნო გზა ინგლისიანად ინდოეთამდე რთული და სახიფათო იყო და ამ ხერხით ნაოსნები ატყობინებდნენ სანდო ადრესატებს მეზღვაურების რაოდენობას გემზე, მიმართულებას და მარშრუტის და მოგზაურობის მიზანსა და მარშრუტს. აფრიკის უკიდურესი სამხრეთი წერტილი-კეთილი იმედის კონცხი გახდა წერილების გაცვლა-გამოცვლის ადგილი. გზავნილს დებდნენ ყუთში და ამ ყუთს მალავდნენ საიმედოდ დაცულ პირობით ადგილებში, რომ უცხოებს არ ეპოვათ იგი.

image

3) საფხეკი სხეულის გასასუფთავებლად

ძველ რომში, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა საპონი, შამპუნი, შხაპის გელი, სკრაბი და ქიმიური მრეწველობის სხვა მიღწევები, მთელ ჭუჭყს, მტვერს და ოფლს სხეულიდან აი ასეთი საფხეკების დახმარებით ჩამოიწმენდნენ

image

4) მანეკენები სამედიცინო საჭიროებისათვის


წარსულში ექიმებად მხოლოდ მამაკაცები იყვნენ. რა თქმა უნდა, მათ ეკრძალებოდათ მაღალი წრის პაციენტი ქალბატონების სხეულის შეხება, ამიტომ დიაგნოსტიკისათვის გამოიყენებოდა სპეციალური თოჯინები. მათ ამზადებდნენ სპილოს და მამონტის ძვლებისაგან, ხისაგან და პერლამუტრისაგანაც კი. ქალები ამ თოჯინებზე აჩვენებდნენ ექიმებს, თუ სად სტკიოდათ.

image

0
96
4-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0